Point Me at the Sky: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
}}
 
'''Point Me at the Sky''' ({{lang-en|მიმანიშნე ცისკენ}}) — ჯგუფ [[პინკ ფლოიდი|პინკ ფლოიდის]] სინგლი. სიმღერა გამოვიდა [[1968]] წლის 17 დეკემბერს. იგი არის [[როჯერ უოტერსი]]სა და [[დევიდ გილმორი]]ს ერთ-ერთი ადრინდელი კომპოზიცია. ჯგუფის ეს, რიგით მეხუთე სინგლი, მოგვითხრობს ვინმე ჰენრი მაკლინზე, რომელიც მეგობარ გოგონა ჯინისტან ერთად დაფრინავს საფრენი აპარატით. ორივე მათგანი ცდილობს გამოიქცეს მომავლის სამყაროდან (სიმღერაში მითითებულია თარიღი - 2005 წელი), სადაც დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა უკვე მეტისმეტია, ხოლო საკვები თითქმის არ არის. ჩანაწერის ხარისხი დაბალი იყო, რის გამოც ბევრი მოყვარული არასწორად განმარტავდა სიმღერის ტექსტებს. მუსიკალურად, სიმღერა ფსიქოდელიურ განწყობას ატარებს, ისევე, როგორც "The Nile Song", პინკ ფლოიდის შემდეგი ევროპული სინგლი.
 
ჩანაწერი ჩარტებში წარუმატებელი იყო, სწორედ ამის გამო პინკ ფლოიდმა შემდეგი აშშ სინგლი არ გამოუშვა 1979 წლამდე. სინგლის ბ-მხარეზე ჩაწერილი იყო "[[Careful with That Axe, Eugene]]," რომელსაც უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად, ხოლო ა-მხარე იქცა კოლექტივის ერთ-ერთ იდუმალებით მოცულ ნომრად. იგი არ შეიტანეს 1971 წლის კრებულში ''[[Relics (პინკ ფლოიდის ალბომი)|Relics]]'' და გამოსცეს მხოლოდ 1992 წლის კრებულთან ''[[The Early Singles (პინკ ფლოიდის ალბომი)|The Early Singles]]'' ერთად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Point_Me_at_the_Sky“-დან