ერისთავთ-ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ერისთავთერისთავიერისთავთ-ერისთავი''', დიდ ფეოდალ მფლობელ-მოხელეთა ტიტული, [[ერისთავი|ერისთავების]] უფროსი, დიდი ერისთავი. ქართულ წყაროებში ხშირად მკვეთრად არ არის გამიჯნული „ერისთავისაგან“ ნაწარმოებ სხვა ტერმინთაგან ([[ერისმთავარი]], ერისთავთერისთავთა უფალი და სხვა); ზოგჯერ ერისთავთერისთავის მნიშვნელობით გვხვდება „ერისთავი“, ზოგჯერ ერისთავთერისთავს „მეფე“, „ხელმწიფე“, „მთავარი“ ეწოდება. განსაკუთრებით ფართოდ დამკვიდრდა ერისთავთერისთავის ტიტული [[ტაო-კლარჯეთი]]ს [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] საგვარეულოში. XI-XV საუკუნეებში საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში ერისთავთერისთავები (ქართლის, კახეთის, სამცხის, ოდიშის, სვანეთის, ცხუმის და სხვა) მეფის მოხელეები იყვნენ, მათ ხელქვეითი ერისთავები არ ჰყავდათ და ამდენად ერისთავთერისთავების პირდაპირი მნიშვნელობა რეალურ ვითარებას არ ასახავდა. XV-XVI საუკუნეებში ზოგიერთი ერისთავთერისთავი დამოუკიდებელი თუ ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროს მთავარი გახდა.
 
==ლიტერატურა==