მუშქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ ძვ. წ. XII საუკუნის დასასრულს, როცა მათი პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე [[მდინარე]] [[მურადი]]ს სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ აქ ალზისა და ფურულუზმის ქვეყნები დაუპყრიათ, ხოლო [[ტიგლათფილესერ I]]-ის მეფობის დასაწყისში (ძვ. წ. 1115) 20 ათას მუშქ მეომარსა და მათ 5 „მეფეს“ ხელთ უგდიათ უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა [[ქათმუხი]]ც. მუშქების სამეფო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც; განსაკუთრებით — ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე, მეფე მითას დროს, როცა იგი ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონიათ კიმერიელთა და ურარტუელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძვ. აღმოსავლური წყაროების მუშქები იგულისხმებიან ბიბლიური „მეშეხში“ (ქართ. „მოსოხ“). ძველი ბერძნული ტრადიცია მუშქების სამეფოს იცნობს ფრიგიის, ხოლო მითას — შიდასის სახელით.
 
როგორც ვარაუდობენ (გ. მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, ნ. ხაზარაძე), [[ასურეთი]]სა და [[ურარტუ]]ს დაცემის შემდეგ მუშქების ნაწილი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უნდა გადასახლებულიყო და ისტირიულისტორიულ სამხრეთ-დასავლეთით,დასავლეთ [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე, დაბინავებულიყო. შესაძლოა, ეს მუშქები იგულისხმებოდნენ ძვ. ბერძნული წყაროების „მოსხებში“ (Moshoi) (მოგვიანო ხანაში ასე უწოდებდნენ ერთ-ერთ ქართველურ ტომს [[მესხები|მესხებს]]). გ. მელიქიშვილის ვარაუდით, მუშქების ვრცელ პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე ძვ. აღმოსავლეთ ხანაში შედიოდნენ ქართველური წარმოშობის, ხოლო ი. დიაკონოვის აზრით, — პროტოსომხური ენის მატარებელი ტომები.
 
მუშქური ენა ჩვენთვის უცნობია, შემორჩენილი ორიოდე საკუთარი სახელის (მუშქი და მითა) მიხედვით ძნელია მუშქების ენაზე მსჯელობა. მუშქების სავარაუდებელ ტერიტორიაზე ნაპოვნი ხეთურ-იეროგლიფური ტექსტები შედგენილია ლუვიურის მონათესავე [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპულ ენაზე]]. ასევე ინდოევროპულია მუშქების ტერიტორიის დასავლეთ რაიონებში ნაპოვნი ფრიგიული წარწერების ენა. მუშქების ტერიტორიაზე გამოვლენილი მატერიალური კულტურა მჭიდრო კავშირშია როგორც ძვ. წ. II ათასწლეულის ხეთურ-ლუვიურ, ასევე ძვ. წ. I ათასწლეულის დასავლეთ მცირეაზიულ მატერიალურ კულტურასთან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუშქები“-დან