მუშქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია საქართველოს ისტორია; კატეგორიის ჩამატებ
No edit summary
ხაზი 1:
'''მუშქები''', ძვ. წ. XII-VII საუკუნეებში ასურულ, ხეთურ-იეროგლიფურ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ (Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški) მკვიდრნი. ამავე წყაროთა მიხედვით (ძვ. წ. IX-VII სს.), მუშქები ბინადრობდმემბინადრობდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, [[ხათი]]ს, [[ხალიტუ]]ს, [[თაბალი]]სა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებათა მეზობლად (შესაძლოა, მათი ტერიტორიული ცენტრი აღმოსავლეთ კაპადოკია-მაზაკი რაიონი იყო).
 
ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ ძვ. წ. XII საუკუნის დასასრულს, როცა მათი პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე [[მდინარე]] [[მურადი]]ს სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ აქ ალზისა და ფურულუზმის ქვეყნები დაუპყრიათ, ხოლო [[ტიგლათფილესერ I]]-ის მეფობის დასაწყისში (ძვ. წ. 1115) 20 ათას მუშქ მეომარსა და მათ 5 „მეფეს“ ხელთ უგდიათ უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა [[ქათმუხი]]ც. მუშქების სამეფო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც; განსაკუთრებით — ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე, მეფე მითას დროს, როცა იგი ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონიათ კიმერიელთა და ურარტუელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძვ. აღმოსავლური წყაროების მუშქები იგულისხმებიან ბიბლიური „მეშეხში“ (ქართ. „მოსოხ“). ძველი ბერძნული ტრადიცია მუშქების სამეფოს იცნობს ფრიგიის, ხოლო მითას — შიდასის სახელით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუშქები“-დან