ასურული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის დამატება: sh:Asirski novoaramejski
No edit summary
ხაზი 1:
'''ასურული ენა''' ('''ܐܬܘܪܝܐ ;ܣܘܪܝܬ''') — ახალსირიული ენა, საერთო სახელწოდება თანამედროვე აღმოსავლეთ არამეული დიალეტქებისადიალექტებისა, რომლებზედაც ლაპარაკობენ [[ასურელები]] ([[აისორები|სირიელები]]). ასურულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 3 მილიონამდე აღწევს, აქედან 8 ათასამდე ცხოვრობს [[საქართველო]]ში, სადაც მათი უმრავლესობა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ ჩამოვიდა. მაგრამ ასურელები აქ გაცილებით ადრე, VI საუკუნიდან, ჩანან, როდესაც ასურელი საეკლესიო მოღვაწენი ([[ასურელი მამები]])[[სირია| სირიიდან]] ჩამოვიდნენ. გარდა საქართველოსი ასურულ ენაზე ლაპარაკობენ [[ირანი|ირანში]], [[ერაყი|ერაყსა]] და [[თურქეთი|თურქეთში]], ასევე მცირე დიასპორების სახით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.
== დასახიათება ==
ასურული ენა თავისი სტრუქტურით საკმაოდ დაშორდა სემიტურ ტიპს, რომელსაც წარმოშობით განეკუთვნება: დაიკარგა ზოგიერთი [[ფონემა]], გაჩნდა ახალი; ასპექტის მიხედვით ზმნის უღვლილება შეიცვალა უღვლილებით დრო-კილოთა მიხედვით. ზმნაში პირიანი ფორმის გადმოსაცემად გამოყენებულია ნაზმნარი სახელი. დიდი გავრცელება ჰპოვა ანალიზურმა წარმოებამ. ლექსიკაში ფართოდ შეიჭრა თურქული, ირანული და არაბული წარმოშობის სიტყვები. ასურული ენა მდიდარია დიალექტებით, რომელთაგან საქართველოში გვხვდება სალამასის, ვანის, ჯილუს, ტიარისა და ურმიის დიალექტები. ურმიული დიალექტი საფუძვლად დაედო სალიტერატურო ენას, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა. მასზე შექმნილია მხატვრული, საეკლესიო და სასწავლო ლიტერატურა, გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასურული_ენა“-დან