გრიგოლ დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ბმული
No edit summary
ხაზი 1:
'''გრიგოლ დადიანი''' (დ. [[1770]]; გ. [[23 დეკემბერი]], [[1804]]), [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]] მთავარი [[1788]]-[[1804]] წლებში, [[კაცია II დადიანი]]ს ძე. დედა – ანა პაატას ასული წულუკიძე.
 
== მმართველობა ==
[[1788]] წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა სამთავროს ტახტი. იმერეთის მეფემ, [[დავით II (იმერეთის მეფე) |დავით II]]-მ გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და [[სამეგრელოს სამთავრო]]ს დამორჩილებისა და [[ლეჩხუმი]]ს ხელში ჩაგდების მიზნით ოდიში დალაშქრა. ახალგაზრდა მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა. სამეგრელოში კი ამ დროს მისი ძმა [[მანუჩარ II დადიანი |მანუჩარ II]] გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია. ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-ს, ხოლო მეორენი – გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი [[ქაიხოსრო გელოვანი]] და [[სახლთუხუცესი]] [[გიორგი ჩიქოვანი]]. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, [[ერეკლე II]]-ს დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი [[სოლომონ II |დავით არჩილის ძე]], მომავალი იმერეთის მეფე სოლომონ II. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. ერეკლემ გამოიყენა დადიანისა და იმერთა მეფის კონფლიქტი და იმერეთში ჯარი გააგზავნა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_დადიანი“-დან