გურამ ბათიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Interwiki standardization
+ლიტერატურა
ხაზი 1:
'''გურამ აბრამის ძე ბათიაშვილი''' (*დ. [[10 იანვარი]], [[1938]], [[კულაში|სოფ. კულაში]], [[სამტრედიის რაიონი]]), დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987). მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის (1991) და სიონისტური ორგანიზაციის (1993) გამგეობების წევრი. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1962). 1965-1967 მუშაობდა "ლიტერატურულ გაზეთში", 1984-იდან რედაქტორობს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებას", [[1993]]-იდან სცემს გაზეთ "მენორას". პირველი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა 1962 ჟურნალ "მნათობში". თანამედროვე ახალგაზრდობის ცხოვრებას მიუძღვნა პირველი პიესა "ძახილი" (1969 დაიდგა გორისა და ჭიათურის თეატრებში). აღსანიშნავია აგრეთვე დოკუმენტური დრამა "კოტე მარჯანიშვილის ოთხი დღე" (1972 დაიდგა ბათუმის დრამატულ თეატრში), "ლალი, სიყვარული და სხვები" ([[1976]] დაიდგა მოსკოვის ნ. გოგოლის სახელობის თეატრში), "ვალი" ([[1976]] დაიდგა ქუთაისის და რუსთავის თეატრებში), "შეთქმულება" (1832) (დაიდგა სოხუმის, ფოთისა და თბილისის თეატრებში), "სოფლის გარდაცვალება" ([[1985]]); ცალკე კრებულად გამოსცა პიესები "ოთხი დღე" (1972), "სერობის შემდეგ" ([[1975]]), "ვალი" ([[1980]]), "წერილები შვილებს" (1988). თანამედროვე ლიტერატურისა და თეატრის პრობლემებს. მიეძღვნა მისი წიგნები "შენაკადები" (1977), "კვალი" (1985). ბათიაშვილმა თარგმნა ნ. ჰიქმეთის, ა. ნესინის, მ. შატროვის, საბაჰათინ ალის და სხვათა ნაწარმოებები. წიგნისათვის "მზე ღრუბლებში" მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია ([[1990]]).
==ლიტერატურა==
* ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 328, თბ., 1997
 
{{ესკიზი-ბიო}}
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]