ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 100:
2003 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ახალგაზრდა [[ჟოან ლაპორტა]] აირჩიეს, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი [[ფრანკ რაიკარდი]] და უმაღლესი დონი ფეხბურთელები: [[რონალდინიო]], [[დეკუ]], [[ლიონელ მესი]] და [[სამუელ ეტო'ო]]. ასევე გამოცდილი [[ჰენრიკ ლარსონი]], [[რაფაელ მარკესი]] და [[ჯოვანი ვან ბრონხორსტი]], რომელბსაც კლუბში დახვდათ [[კარლეს პუიოლი]] და [[ხავი]]. ამ შემადგენლობით "ბარსელონამ" უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.
 
2004/-05 წლებში ლაპორტას "ბარსელონამ" პირველად მოიგო ჩემპიონატი. "ბარსამ" "კამპ ნოუზე" მადრიდის "რეალი" დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. [[ჩემპიონთა ლიგა]]ზე რაიკარდის გუნდი "[[ჩელსი (ლონდონის საფეხბურთო კლუბი)|ჩელსისთან]]" დამარცხდა, საერთო ანგარიშით 5:4.
 
'''2005-2006'''
ხაზი 106:
ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელოის პერიოდში საუკეთესო იყო. "ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანს]]" 0:1. "ბარსა" [[17 მაისი|17 მაისის]] [[პარიზი]]ს [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2005-06|ჩემპიონთა ლიგის ფინალში]] გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში [[არსენალი (საფეხბურთო კლუბი)|არსენალი]] დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ [[ბარსელონა]]ს ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.
 
'''2006/-07''' წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. [[ტიერი ანრი]]მ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და [[გაბრიელ მილიტო]]მ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.
 
'''2008/-09''' მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას , მან და ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი , პეპ გუარდიოლა მოიწვიეს . გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილებას მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა ბს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა , ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა . გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ , დეკუმ , ედმილსონმა და რონალდინიომ . ამის შემდეგ ნათელი გახდა რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას . დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდურ კეიტაზე , ხერარდ პიკეზე , მარტინ კასერსზე , დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე .
სეზონი ბარსასთვის წარუმატებლად დაიწყო . გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში ნუმანსიასთან დამარცხდა , შემდეგ კი რასინგის დამარცხებაც ვერ შეძლო . ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე . მაგრამ გუნდმა მოახერხა ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით . წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან ბარსა მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი . 1998 წლის შემდეგ ბარსელონამ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე სადაც მოგვიანებით მესტალიაზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა ანგარიშით 4:1 ( მიუხედავად იმისა რომ პირველი გოლი ბილბაოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ) . ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა ( უშუალო კონკურენტის , რეალის დამარცხების შემდეგ ) . მეორე წრის დასაწყისში ბარსამ რამოდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა რეალის გულშემატკივრებს იმის საბაბი რომ ეფიქრათ თითქოს ინტრიგა აღსდგა . მაგრამ ისევ და ისევ რეალთან სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში ბარსელონამ დაამტკიცა რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ , ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა . კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამოდენიმე დღეში მადრიდის რეალი ვილიარეათან დამარცხდა . ამ შედეგმა ბარსელონა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში , მეორე გამარჯვება მოუტანა . მაგრამ ბარსას წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა . ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი , შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად , მეორე თამაშში ლიონის ანგარიშით 5:2ის დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში , სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნჰენის ბაიერნი . ნახევარფინალში ბარსას მეტოქე ლონდონის ჩელსი იყო . 21 საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან , ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა , მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში ჩელსის მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს . მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი სტემფორდ ბრიჯზე უნდა გადაწყვეტილიყო . ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება , მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს . ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს . მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა . დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის . დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა . 27 მაისს , სტადიო ოლიმპიკოზე შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა , სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო . ისევე როგორც წინა ორ ტურნირში , გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას , რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო , უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე როგორც სულ რამოდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში . ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს ბარსას დაცვას . სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ მანჩესტერისთვის მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა . შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს , ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო . საკამათოა , მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს .