მტრედისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(კატ.)
No edit summary
[[სურათი:280px-Caloenas nicobarica - Kragentaube2.jpg|thumb|right|(Caloenas nicobarica)]]
'''მტრედისნაირნი''' (Columbiformes), [[ფრინველები|ფრინველთა]] რიგი. ტანად პატარა ([[გვრიტი]], მასა 30 გრამი), საშუალო (უმეტესად) და დიდი ([[გვირგვინოსანი მტრედი]], მასა 3 კგ, სხეულის სიგრძე 80 სმ-მდე) ფრინველებია. მტრედისნაირნი ფართოდ არიან გავრცელებული ზომიერ და ტროპიკულ სარტყელებში. მოიცავს 255 სახეობას, რომელთაგან 6 ამომწყდარია. საქართველოში 4 სახეობაა: [[გარეული მტრედი]] (Columba livia), [[გვიძინი]] (Columba oenas), [[ქედანი (ფრინველი)|ქედანი]] (Columba palumbus) და [[გვრიტი]] (Streptopelia turtur).
 
მტრედისნაირნი დღის, უმთავრესად მეხური (იშვიათად ნიადაგური) ფრინველებია. ბინადრობენ ფოთლოვან, უფრო იშვიათად წიწვოვან ტყეებში, მთებში, ღია და კულტურულ (ანთროპომორფულ) ლანდშაფტში. [[მონოგამია|მონოგამებია]]. ახასიათებს წელიწადში 2 (იშვიათად 4-5) კვერცხდება. დედალი დებს 1-2 კვერცხს. [[ინკუბაცია]] გრძელდება 14-30 დღე-ღამე. დედალი კვებავს მართვებს ჩიცახვის ეპითელიუმის თეთრი გამონაყოფით, ე.წ. "ჩიტის რძით". იკვებებიან მცენარეული საკვებით, მოლუსკების ნიჟარებით. მრავალი სახეობა სპორტული ნადირობის ობიექტია. საჭიროებენ წყალს.
 
[[კატეგორია:მტრედისნაირნი|*]]
158 161

რედაქტირება