მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''მიხეილ ბოგდანის ძე ბარკლაი-დე-ტოლი''' ([[რუს.]] ''Михаил Богданович'' (''Михаил Андреас'') ''Барклай-де-Толли'')(* [[24 დეკემბერი]], [[1761]], [[პამუშისე]], [[ლიფლანდიის გუბერნია]] ― † [[14 მაისი]], [[1818]], [[ინსტერბურგი]], [[აღმოსავლეთი პრუსია]]), [[რუსები|რუსი]] გენერალ-ფელდმარშალი (1814), თავადი (1815), [[სამამულო ომი|სამამულო ომის]] (1812) გმირი.
 
წარმოშობით XVII საუკუნის რიგაში გადმოსახლებული ძველი შოტლანდიელი ოჯახიდან იყო. მონაწილეობდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი 1787-1791|რუსეთ-ოსმალეთის ომში 1787-1791]], რუსეთ-შვეციის ომში 1788-1790 წლებში. თავი გამოიჩინა საფრანგეთთან ომში 1806-1807 წლებში პროისიშ-აილაუსთან. 1807 წლიდან მეთაურობდა დივიზიას. რუსეთ-შვეციის 1808-1809 წლებში ომის დროს - კორპუსს. 1810 წლის იანვარიდან - 1812 წლის სექტემბრამდე იყო სამხედრო მინისტრი და დიდი მუშობა გასწია რუსეთის არმიის გასაძლიერებლად. 1812 წლის სამამულო ომში სარდლობდა დასავლეთის I არმიას, მასვე, როგორც სამხედრო მინისტრს, ემორჩილებოდა დასავლეთის II არმია. მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში ბარკლაი-დე-ტოლიმ მინიმალური დანაკარგებით დაიხია უკან და შეაერთა ორივე არმია, მაგრამ უკან დახევამ თავადაზნაურთა წრეევისა და არმიის უკმაყოფილება გამოიწვია და 17 აგვისტოს ბარკლაი-დე-ტოლიმ არმიების სარდლობა [[კუტუზოვი, მიხეილ|მ. კუტუზოვს]] გადააბარა. [[ბოროდინის ბრძოლა|ბოროდინის ბრძოლაში]] იგი მეთაურობდა რუსეთის არმიის მარჯვენა ფრთას, გამოიჩინა შეუპოვრობა და თავდაცვითი ბრძოლის წარმოების დიდხელოვნება. ბარკლაი-დე-ტოლიმ უვარგისად ცნო [[ბენიგსენი, ლეონტი|ლ. ბენიგსენის]] მიერ მოსკოვის დასაცავად არჩეული პოზიცია და ფილის სამხედრო საბჭოზე მხარი დაუჭირა კუტუზოვის წინადადებას მოსკოვის დატოვების შესახებ. 1813 წელს იგი დაინიშნა III არმიის, შემდეგ კი რუსეთ-პრუსიის არმიის სარდლად, წარმატებით ხზელმძღვანელობდახელმძღვანელობდა მას რუსეთის არმიის საზღვატგარეთულსაზღვარგარეთულ ლაშქრობაში 1813-1814 წლებში (კულმი, ლაიფციგი, პარიზი). დაკრძალულია ლიფლანდიაში, ბეკლორში (ამჟამად იიგევესტე, ესტონეთი).
 
[[კატეგორია:რუსები]]