|წარმოშობა = [[აშშ]]
|ინსტრუმენტი = [[გიტარა]]
[[კლავიშებიანი ინსტრუმენტები]]
[ [[ვოკალი]]
|ჟანრი = [[ინსტრუმენტალური როკი]]
[[[ჰარდ როკი]]
[[[პროგრესული როკი]]
[[[ჰევი მეტალი]]
[[[პროგრესული მეტალი]]
[[[ექსპერიმენტალური მეტალი]]
|საქმიანობა = [[გიტარა|გიტარისტი]]
[[[კომპოზიტორი]]
[ [[პროდიუსერი]]
[[[ქველმოქმედი]]
|აქტიურობის წლები = [[1980]] - დღემდე
|ლეიბლი = [[Favored Nations]]
[[[Relativity Records]]
[[[Urantia Records]]
[ [[Akashik Records]]
[[[Epic Records]],
|ასოციაციები = [[ჯო სატრიანი]]
[[[ფრენკ ზაპა]]
[[[დევიდ ლი როთი]]
[[[Whitesnake]]
[[[ოზი ოსბორნი]]
[[[Zappa plays Zappa]]
[[[ბილი შიენი]]
[ [[G3]]
[[[Bad4Good]]
[ [[The Shardheads]]
[ [[Incubus]]
|ვებ გვერდი = [http://www.vai.com ოფიციალური ვებ-გვერდი]
|წევრები =

'''სტივენ "სტივ" სირო ვაი,''' (დ. [[6 ივნისი]], [[1960]] წელი, კარლ პლეისი, [[ნიუ–იორკი]], [[აშშ]],) — იტალიურ–ამერიკული წარმოშობის, გრემის ნომინანტი გიტარისტი–ვირტუოზი, [[კომპოზიტორი]], [[ვოკალისტი]] და [[პროდიუსერი]]ა, რომელიც თანამედროვე მუსიკის სინამდვილეში გამორჩეულია თავისი იშვიათი ინდივიდუალურობით, მისი [[გიტარა]]ზე დაკვრის ფორმები და კომპოზიტორული ექსპერიმენტები და უნიკალური მუსიკალური ხედვა ზოგჯერ არათუ არ ემორჩილებიან რაიმე სახის განსაზღვრას, არამედ არ ეტევიან ამა თუ იმ უკვე არსებულ და დამკვიდრებულ მუსიკალურ საზღვრებში. ზოგიერთი შეფასებით, სტივ ვაი ერთის ნაცვლად ორი მუსიკოსია: ერთის მხრივ, ის არის გიტარისტი–ვირტუოზი, რომელიც თავის ხელოვნებას აახლოებს ღრმა მოკრძალებასა და [[მისტიციზმი|მისტიციზმთან]], მეორეს მხრივ კი ის [[ჰევი მეტალი]]ს როკერია. გარდა საკუთარი შემოქმედების და ორიგინალური ალბომებისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ძალიან ბევრი ცნობილი როკ თუ პოპ ვარსკვლავების, ჯგუფების კონცერტებსა და ალბომების ჩაწერაში. მისი თითქმის 20 წლიანი წარმატებული მუსიკალური კარიერის განმავლობაში გაიყიდა 15 მილიონზე მეტი ჩანაწერი, ის 13 ჯერ წარდგენილი იქნა [[გრემი]]ს ნომინაციაზე და 3 ჯერ მოიპოვა ეს საპატიო სახელი. სტივ ვაი ცნობილია აგრეთვე თავისი საქველმოქმედო და მუსიკალურ საგანმანათლებლო მოღვაწეობით: იყო ნდობით აღჭურვილი საპატიო წევრი ორგნაიზაციისა NARAS ([[ინგლ.]] [[National Academy of the Recording Arts and Sciences]] – ხელოვნებისა და მეცნიერების ჩაწერის ეროვნული აკადემია), მჭიდრო კავშირშია მის მიერ შექმნილ ფონდთან [[Make a Noise Foundation]], რომლის მიერ აკუმულირებულ სახსრები მუსიკალურ განათლებას ხმარდება. გარდა ამისა, არის მსახიობი და საკუთარი [[ლეიბლი]]ს, [[Favored Nations]]–ის მფლობელი. სტივ ვაი რეგულარული, თითქმის ყოველწლიური მონაწილეა ცნობილი პროექტისა, სახელწოდებით [[G3]], რომლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია მისი ყოფილი, [[გიტარა]]ზე დაკვრის მასწავლებელი საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული [[ვირტუოზი]] [[ჯო სატრიანი]].
[[2009]] წლის [[19 სექტემბერი|19 სექტემბერს]] [[ლოს ანჯელესი]]ს მუსიკოსთა ინსტიტუტმა სტივ ვაის საზეიმო ვითარებაში მიანიჭა საპატიო [[დოქტორი]]ს წოდება, რაც მისი არსებობის ისტორიაში მხოლოს ორჯერ მოხდა. ამ ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა განათლების დარგში [[ბეს მარლისი|ბეს მარლისმა]] ამ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა:
{{მუსიკოსები}}
[[კატეგორია:დაბადებული 1960]] ▼
[[კატეგორია:ამერიკელი გიტარისტები]] ▼
[[კატეგორია:ამერიკელები]]
[[კატეგორია:იტალიელები]]
[[კატეგორია:იტალიელი გიტარისტები]]
[[bg:Стийв Вай]]
[[ca:Steve Vai]]
[[uk:Стів Вей]]
[[zh:史提芬·范]]
▲[[კატეგორია:დაბადებული 1960]]
▲[[კატეგორია:ამერიკელი გიტარისტები]]