აფხაზეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 56:
 
[[15 აგვისტო]]ს გაგრის ზონაში ზღვიდან გადმოისხა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი. ამავე დღეს სოხუმში ჩამოვიდნენ [[საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო]]ს წევრები თენგიზ სიგუა და [[ჯაბა იოსელიანი]]. აფხაზებთან მოლაპარაკებაში ამ ორის გარდა მონაწილეობდნენ აგრეთვე [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის უმაღლესი საბჭო]]ს<ref>http://www.parliament.ge/files/613_8104_273985_doc_7.pdf</ref> თავმჯდომარე [[თამაზ ნადარეიშვილი]], დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და ნაპოლეონ მესხია, [[აფხაზეთი]]ს უშიშროების სამსახურის უფროსი ავთანდილ იოსელიანი. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: [[სერგეი ბაღაფში]], ზურაბ ლაბახუა, [[ალექსანდრე ანქვაბი]], ზურაბ აჩბა და სხვ. თ სიგუამ მოითხოვა [[ვლადისლავ არძინბა]]სთან შეხვედრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან 200–200 კაციანი სამხედრო შენაერთი მდ. [[ფსოუ]]დან [[სამეგრელო]]მდე დაიცავდა რკინიგზას და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. ს. ბაღაფშმა [[სოხუმი]]დან გასვლისთვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. [[აფხაზები]] დროის გაყვანას ცდილობდნენ.
 
[[16 აგვისტო]]ს [[გაგრა]]ში გაიმართა ქართული და აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაციებისა და შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელთა შეხვედრა. მაშინ შეთანხმდნენ, რომ ქართული დესანტი არ შევიდოდა [[გაგრა]]ში, დარჩებოდა განთიად–ლესელიძეში და კონტროლს იქიდან გაუწევდა რკინიგზასა და ავტოტრასას.შეთანხმება 16 აგვისტოს შევიდა ძალაში. [[17 აგვისტო]]ს აფხაზებმა სოფ. ბზიფთან შეიარაღებული პიკეტები დააყენეს. რამოდენიმე საათში ქართული შეიარაღებული ძალების პიკეტები განლაგდა სოფ. [[კოლხიდა]]სთან და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართულ–აფხაზური შენაერთები. აქვე მოხდა ტყვეების პირველი გაცვლა. გაგრის ადმინისტრაციის მეთაურმა რ. იაზიჩბამ განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბიჭვინთიდან დაიწყებოდა რუსი დამსვენებლების გადაყვანა ქ. [[ფოთი|ფოთში]].
 
==ომის შემდგომდროინდელი აფხაზეთი==