ღრიანკალი (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის წაშლა: tr:Akrep burcu
No edit summary
ხაზი 36:
ღრიანკლებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად გამოხატვა. ამას გარდა, მათ ჩვევიათ სიჩუმე და ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა. საკუთარი მიზნების მიღწევა მათ სხვების შეტყობინების გარეშე სურთ, რადგან ცოტას თუ შეუძლია მათი ქმედებების სისწორის გაგება.
 
 
'''მორიელი მამაკაცი'''- -თუ მძაფრი ემოციების მოყვარული არ ხართ და ცხოვრების გზაზე მორიელ მამაკაცს გადაეყარეთ, გირჩევთ სანამ გვიან არ არის, თავს გაქცევით უშველოთ. მიუხედავად გარეგნული სიცივისა, ამ ადამიანს შეუძლია გავარვარებული შანთივით დაგწვათ. გამოგიცდიათ ოდესმე ძლიერი დამწვრობა? სწორედ ასეთივე მტკივნეულია ღრიანკალთან უიღბლო შეხება. გონს მოსასვლელად შესაძლოა, რამოდენიმე კვირა და თვეც კი დაგჭირდეთ. თუმცა თუ თავს არანაკლებ ძლიერ პიროვნებად თვლით და რისკისაც არ გეშინიათ, სცადეთ, იქნებ გაგიმართლოთ კიდეც.
 
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის, ერთი სიტყვით დახასიათება რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა ”უძლეველი” იქნებოდა. ამ პიროვნების დათრგუნვა პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი ნებისმიერი, ყველაზე რთული ბრძოლიდანაც კი საბოლოოდ გამარჯვებული გამოდის. ამიტომ მის პროვოცირებას ამაოდ ნუ ეცდებით.
 
მამაკაც ღრიანკალს გონება და ემოციები ყოველთვის შესანიშნავ ურთიერთჰარმონიაში აქვს. ხოლო თუ იგი, მაღალინტელექტუალური პიროვნებაა, მისი გონება აუცილებლად ცხოვრებისეული არსის ძიებით იქნება დაკავებული.
მორიელი მამაკაცი მგრძნობიარე ნატურაა, უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: ჭამა, სმა, ნარკოტიკები... განსაკუთრებით კი სიყვარული. მორიელი თითქოსდა ამ გრძნობისთვისაა შექმნილი და მთელი თავისი არსებით მიილტვის მისკენ.
სასიყვარულო ბატალიებში, მორიელის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ თუ იგრძნო, რომ ქალს მზერით ვერ მოაჯადოვებს, შხამს გამოიყენებს და მისი გრძნობების სრულ პარალიზებას მოახდენს. ამასთან, გარეგნულად ვერაფერს შეამჩნევთ, სავსებით მშვიდი გამომეტყველება ექნება. გულგრილობა მისი საყვარელი მანერაა, მანამ სანამ არ იგრძნობს, რომ მსხვერპლი მის განკარგულებაშია და შეუძლია გული საკმარისად მოიჯეროს.
 
ჩვეულებისამებრ ღრიანკალი წესებს მანამდე იცავს, სანამ ისინი მის საკუთარ მიზნებს, იდეებსა და ამოცანებს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ საკმარისია, ვინმემ ან რამემ, გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალოს, ყველაფერს წამში გადაუსვამს ხაზს, თანაც ისე რომ შედეგით არც კი დაინტერესდება.
ნებისმიერ მნიშვნელოვან, ცხოვრებისულ გადაწყვეტილებას მამაკაცი ღრიანკალი, ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად იღებს. მეგობრების, ნათესავების ან სულაც მეუღლის აზრს იგი, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი ეს თვისება, კარგად თუ დაუფიქრდებით, ძალზე დასაფასებელია. განა ბევრია ქვეყანაზე ისეთი მამაკაცი, ვისაც ურთულესი პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეუძლია?
 
მორიელი ერთი ათად შეგიყვარდებათ და პატივს სცემთ, თუ შემთხვევით გასაჭირში ჩავარდნილი ნახეთ. იმ დროს, როცა სხვა მამკაცები პანიკაში ვარდებიან, ბრაზობენ, ბუზღუნებენ ან უბრალოდ იბნევიან, მორიელი ბრძოლაში უშიშრად ებმება. მისი ცხოვრების გზა, ია-ვარდით მოფენილი არასოდეს ყოფილა, ამიტომ უბედურების მოახლოებას მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნად კი არ აღიქვამს, არამედ როგორც მორიგ ცხოვრებისეულ პრობლემას, რომელსაც დაუყოვნებლივ გადაჭრა ესაჭიროება.
 
მეგობრების და ახლობლების შერჩევას, ღრიანკალი დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდება. თავის გარშემო ისეთ ადამიანს არ გააჭაჭანებს, რომელსაც ბოლომდე არ ენდობა.
მორიელ მამაკაცს სახალხოდ, თავისი გრძნობების აფიშირება არ ახასიათებს. ის კი არა ზოგჯერ შესაძლოა უხეში, უყურადღებო და სასტიკიც მოგეჩვენოთ. მაგრამ მოგვიანებით, როცა მარტო დარჩებით, თავის ჭეშმარიტ გრძნობებში აუცილებლად გამოგიტყდებათ.
სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც გაზეთიდან თვალმოუცილებლად ეუბნებიან თავიანთ მეუღლეებს ყალბ კომპლიმენტებს, მორიელი ქმარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგაქებთ, თუ ამას მართლა იმსახურებთ. მაგრამ მისი შექება, სხვების ნათქვამი კომპლიმენტების, მთელ კასკადს უდრის.
 
მორიელი იშვიათი მკაცრი მამაა. ბავშვებს სიზარმაცისა და ცელქობის საშუალებს არასოდეს მისცემს და პატარაობიდანვე საკუთარი თავის პატივისცემასა და რწმენას ჩაუნერგავს. სანამ წამოიზრდებიან, შვილებს თავგამოდებით დაიცავს. მაგრამ როგორც კი ასაკი მოემატებათ, ბრძოლას ასწავლის. შესაძლოა ხანდახან ბავშვებმა თავიანთი მორიელ-მამა, ზედმეტ სიმკაცრეში დაადანაშაულონ, მაგრამ როცა გაიზრდებიან, მერეღა მიხვდებიან თუ რამდენი უსწავლიათ მისგან და უსაზღვრო მადლიერების გრძნობით განიმსჭვალებიან მშობლის მიმართ.
 
'''მორიელი ქალი'''- ქალი ღრიანკალის სილამაზე, მკვეთრად გამოხატული მისტიკური ხასიათისაა. იგი მომხიბვლელი და თავდაჯერებული პიროვნებაა, მაგრამ ერთი საიდუმლო სურვილი აქვს: მამაკაცობა უფრო სურს. თუმცა მისი ეს სურვილი, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მას სინაზე ან ქალურობა აკლია.
მორიელი ქალი თავისივე სქესის წარმომადგენლებს, რამდენადმე ათვალწუნებით უყურებს. ამ უკანასკნელთა მცდელობაზე, მოხიბლონ შეყვარებულები და შეინარჩუნონ ქმრები, მას მხოლოდ ეცინება. თავად იგი, თავს ამგვარად არასოდეს დაიმცირებს, გამომდინარე იქედან, რომ საკუთარი მომხიბვლელობის ფასი შესანიშნავად უწყის.
მორიელი ქალი სასურველ მამკაცს კისერზე არასოდეს ჩამოეკიდება. იგი დაუფარავი ზიზღით უყურებს მხდალ და სუსტ ადამიანებს და მისი დაინტერესება, მხოლოდ ამაყ, ძლიერ და გონიერ მამაკაცს შეუძლია. ასეთმა ქალმა თუ თქვენ ამოგირჩიათ, ესეიგი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებით შემკული ყოფილხართ.
 
მორიელი უჩვეულოდ ვნებიანია. თუმცა გარეგნულად მარმარილოსავით ცივი ჩანს, შინაგანად ერთიანად თრთის. ამასთან სიტყვა ”ვნებას”, იგი გაცილებით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სხვები. მსგავს გრძნობას ქალი ღრიანკალი, ყველას მიმართ განიცდის და ან ვნებიანად უყვარს, ან დასანახად ეჯავრება ვინმე.
იგი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც უყვართ როცა საიდუმლოს ანდობენ. გჯეროდეთ, თქვენი ცხოვრების ნებისმიერი, ყველაზე საჩოთირო ისტორიაც რომ გაანდოთ მას, იგი ამ საიდუმლოს გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შეინახავს და არასოდეს გათქვამს.
ასევე ექცევა იგი თავის საიდუმლოებებსაც. მათ შესახებ მორიელი ქალი, საკუთარ მეუღლესაც კი არასოდეს უყვება. თუ მისი ცხოვრება ისე აეწყო, რომ საყვარელ ადამიანთან ქორწინება შეუძლებელია, თავისი რჩეული კანონიერ მეუღლეზე უფრო მეტად და ნაზად ეყვარება. ამასთან, მისთვის აფსოლუტურად სულერთი იქნება, თუ რას იფიქრებენ ან იტყვიან გარშემომყოფნი.
 
მიუხედავად ძალზე განვითარებული ინდივიდუალიზმისა, მორიელი-ქალი ოჯახის უფროსობას მთლიანად ქმარს უთმობს. ამასთან ერთად, თავის მხრივ ძალას და ენერგიას არ დაიშურებს, რომ მეუღლეს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს და როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყოს საკუთარი მეორე ნახევრით, ამ უკანასკნელს, სხვების თანდასწრებით არასოდეს გალანძღავს. თავის რისხვას უფრო იმ დროისთვის შემოინახავს, სანამ პარტნიორთან პირისპირ, მარტო არ დარჩება. ხალხში კი მას ყოველთვის და ყოველმხრივ დაიცავს.
მორიელი ქალები აღმერთებენ საკუთარ სახლს, რომელიც ყოველთვის სუფთად და მყუდროდ აქვთ მოწყობილი. თუმცა ქალ ღრიანკალს, შეჩვეული გარემოს დათმობაც შეუძლია, თუკი ამით მეუღლეს კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
საოცარი შორსმჭვრეტელობის წყალობით, ქალი ღრიანკალი ადამიანებს გამჭოლ ხედავს. მისგან რაიმეს დაფარვა შეუძლებელია და ამაოდ ნურც ეცდებით. მან ყოველთვის ზუსტად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშოებას უნდა ელოდოს.
 
მართალია ბუნებით ეჭვიანია, მაგრამ საკუთარ თავზე ვერავითარ შეზღუდვებს ვერ აიტანს. ამასთან, თუ პარტნიორი ღალატზე დაიჭირა, მის მრისხანებას მხოლოდ ატომური ბომბის აფეთქება შეედრება და საეჭვოა ვინმე ჭკუათმყოფელს, ამის საკუთარ თავზე გამოცდის სურვილი გაუჩნდეს.
ოჯახურ ბიუჯეტთან დაკავშირებით, მორიელი არაერთგვაროვანია. ფულს ხან უსაშველოდ ფლანგავს, ხანაც ძუნწობს.
როგორც დედა, იგი გარეგნულად თავშეკავებული მშობელია. მაგრამ პატარები გრძნობენ რომ საიმედო ხელში არიან. მორიელი-დედა შვილებს სიძნელეების გადალახვას და საკუთარი მიზნების მისაღწევად ბრძოლას ასწვალის. ბავშვების ნიჭი, ქალ ღიანკალს არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარება და მათ შესაბამის განვითარებაშიც, ყოველმხრივ შეუწყობს ხელს პატარებს.
== გამოჩენილი პიროვნებები ==
[[ილია ჭავჭავაძე]] 08.11.1837; [[სულხან საბა ორბელიანი]] 04.11.1658; [[მიხეილ ჯავახიშვილი]] 21.11.1880; [[გრიგოლ რობაქიძე]] 28.10.1882; [[გალაკტიონ ტაბიძე]] 17.11.1891; [[სტალინი]] 11.11.1879; [[ტროცკი]] 07.11.1879; [[სერგო ორჯონიკიძე]] 24.10.1886; [[თედორე დოსტოევსკი]] 11.11.1821; [[ალბერ კამიუ]] 07.11.1913; [[ხოსე რაულ კაპაბლანკა]] 19.11.1888; [[ნიკოლო პაგანინი]] 27.10.1782; [[ბილ გეიტსი]] 28.10.1955; [[ოგიუსტ როდენი]] 12.11.1840; [[ჯეფ ბაკლი]] 17.11.1966; [[ხასან ლორთქიფანიძე]] (აჭარის მმართველი 1920–21წწ) 29.10.1888; [[პაბლო პიკასო]] 25.10.1881; [[მარია სკლადოვსკაია კიური]] 07.11.1867; [[წმ. კირიონ მღვდელთმოწამე]] 10.11.1855.[[თეონა ოჩიგავა]] 28.10.1988