ხოხის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ხოხის ქედი''' — [[კავკასიონი]]ს ჩრდილოეთ გვერდითი ქედი. მარადთოვლიან-მყინვარებიან თზემზე აღმართულია მწვერვალები : [[წითიხოხი]] (3905 მ), [[სივერაუტი]] (3768 მ), [[ჯიმარა]] (4780 მ), [[მაილი]] (4506 მ), [[სუათისი (მწვერვალი)|სუათისი]] (4466 მ), [[ჩათა (მთა)|ჩათა]] (4099 მ), [[მყინვარწვერი]] (5047 მ) და სხვ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც გამსჭვალულია დიაბაზების ძარღვებით. ღერძული ზონა გარღვეულია დიორიტებითა და ინტრუზივებით.
 
ხოხის ქედი კავკასიონის მთელი აღმოსავლური ნახევრის ყველაზე მაღალი და ყველაზე ვრცელი გამყინვარების მქონე ნაწილია. იგი მთავარ ქედთან გადაბმულია გარდიგარდმო სერით - [[არდონი]]სა და [[თერგი]]ს წყალგამყოფით, რომელზეც თრუსოს უღელტეხილი (ზ. დ. 3150 მ) მდებარეობს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოხის_ქედი“-დან