რაჭის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: uk:Рачинський хребет
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Rachis qedi.jpg|thumb|250px|რაჭის ქედი]]
'''რაჭის ქედი''', გასწვრივი [[გვერდითი ქედი]] [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ [[ზეკარა]]სთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე [[რიონი]]ს მარცხენა ნაპირზე.  სიგრძე 85 კმ. სიმაღლე 2862 მ-მდე. აგებულია აღმოსავლეთ ნაწილში იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით - ცარცული [[კირქვები]]თ. რაჭის ქედზეა მწვერვალები: [[მაჩხარახონი]],[[ სირხლებერთა]] (ლებეურის მთა), [[დაღვეურულა]], [[ხიხათა]], [[ველტყევი]], [[საწალიკე]], ნაქერალა, [[თავშავა]] და სხვა. უღელტეხილები:[[ლეთა]], [[ერწო]], ხიხათა, [[ნაქერალა]] და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი - დამრეცი, სადაც მდებარეობს შაორის ტაფობი. [[შაორის წყალსაცავი|შაორის]] ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის დასავლეთ ნაწილისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმების სიუხვე. რაჭის ქედის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ჩრდილოეთ კალთაზე წიფლნარ-მუქწიწვიანებიც არის, თხემზე აღმოსავლეთ ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია.
==ლიტერატურა==
*''უკლება დ.,'' [[ქსე]], ტ. 8, გვ. 314, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჭის_ქედი“-დან