ნახშირწყლები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.1) (ბოტის დამატება: be:Вугляводы)
[[ფაილი:Lactose.svg|მინი|[[ლაქტოზა]] რომელიც [[რძე]]შია.]]
'''ნახშირწყლები''' რთული ორგანული ნაერთებია, რომელთა შედგენილობაში შედის [[ნახშირბადი|ნახშირბადის]], [[ჟანგბადი|ჟანგბადისა]] და [[წყალბადი|წყალბადის]] ატომები. განასხვავებენ მარტივსა და რთულ ნახშირწყლებს. მარტივ ნახშირწყლებს მონოსაქარიდები ეწოდება. რთული ნახშირწყლები არის პოლიმერები, რომლებშიც [[მონოსაქარიდები]] [[მონომერი|მონომერის]] როლს ასრულებენ. ორი მონოსაქარიდისაგან წარმოიქმნება დისაქარიდი, სამისაგან - ტრისაქარიდი, მრავლისაგან — პოლისაქარიდი. ყველა მონოსაქარიდი უფერო ნივთიერებაა, წყალში კარგად იხსნება; თითქმის ყველას აქვს ტკბილი, სასიამოვნო გემო. ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდებია [[გლუკოზა]], [[ფრუქტოზა]], [[რიბოზა]] და [[დეზოქსირიბოზა]]. ისინი შედიან ნუკლეინის მჟავებისა და ატმოსფეროს შემადგენლობაში.