საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fr:Comité pour l'indépendance de la Géorgie
No edit summary
ხაზი 12:
შეთანხებას ხელი მოაწერს: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიისაგან - [[გოგიტა ფაღავა|გოგოტა ფაღავამ]], ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან - [[იასონ ჯავახიშვილი|იასონ ჯავახიშვილმა]], მემარჯვერე სოციალ-ფედერალისტებისაგან - [[გრიგოლ რცხილაძე|გრიგოლ რცხილაძემ]], სხიველებისაგან - [[მუხრან ხოჭოლავა|მუხრან ხოჭოლავამ]], მემარჯვენე ესერებისაგან - [[იოსებ გობეჩია|იოსებ გობეჩიამ]].
 
ტექსტი საგანგებო წერილთან ერთად გაეგზავნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ემიგრაციაში მყოფ მთავრობას. კავშირს კომიტეტსა და მთავრობას შორის ახორციელებდა ე. წ. „[[კონსტანტინეპოლი|კონსტანტინეპოლის]] ბიურო“, რომელიც წარმართავდა ასევე საიდუმლო (და, სამწუხაროდ, უშედეგო) მოლაპარაკებებს [[თურქეთი|თურქეთის]], [[საფრანგეთი|საფრანგეთის]], [[გერმანია|გერმანიის]] და [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] მთავრობებთან დახმარების თაობაზე.
 
დამკომთან შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი [[კონსტანტინე აფხაზი|კოტე აფხაზი]] ([[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] დის შვილი).