ინკვიზიცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
განსხვავებული იყო ერეტიკოსობაში ბრალდებულის მდგომარეობა. ეჭვმიტანილს წინასწარ დამნაშავედ აცხადებდნენ. ინკვიზიტორი დამნაშავეს აიძულებდა, ეღიარებინა დანაშაული და მოეთხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება.<ref>იქვე, გვ. 69</ref>
 
საინკვიზიციო სასამართლოსგან თავის დახსნა ძნელი საქმე იყო. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე თეორიულად შესაძლებელი იყო [[რომის პაპი|რომის პაპთან]] ჩივილი. თუმცა, ინკვიზოტორზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა პაპისათვის გასაგზავნ წერილს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოქროსმოყვარული პაპი ჩაერია საქმეში. [[1245]] წლის [[ლანგედოკი]]ს ეპისკოპოსების წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ჩივიან პაპ [[ინოკენტი IV]]–სთან რომ ბევრმა ერეტიკოსმა სასამართლოსგან თავის დაღწევა მოახერხა. თუმცა, ასეთი შემთხვევა იშვიათი ხდებოდა. კარკასონის[[კარკასონი]]ს ინკვიზიციის რეესტრში, [[1249]]–[[1258]] წლებში ორასზე მეტი საქმიდან ბრალდებული არც ერთ შემთხვევაში გასამართლებული არაა.<ref>იქვე, გვ. 73</ref>
 
ინკვიზიციისგან თავის დაღწევა იმდენად რთული საქმე იყო, რომ [[ფრანცისკანელების ორდენი|ფრანცისკანელი]] ბერის [[ბერნარ დელისიე]]ს სიტყებით, [[წმინდა პეტრე]] და [[პავლე მოციქული|წმინდა პავლე]] ერეტიკოსობაში დადანაშაულების და საქმის აღძვრის შემთვევაში ვერანაირად გაიმართლებდნენ თავს.<ref>იქვე, გვ.73</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინკვიზიცია“-დან