ინკვიზიცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: be-x-old:Сьвятая інквізыцыя
No edit summary
ხაზი 2:
[[File:Escudo inquisicion.gif|thumb|200px|ინკვიზიციის ემბლემა]]
'''ინკვიზიცია''' — [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] [[ტრიბუნალი]], რომელიც [[XIII საუკუნე|XIII საუკუნეში]] შეიქმნა [[ერესი|ერესთან]] საბრძოლველად. ინკვიზიციური ტრიბუნალი რთული დაწესებულება იყო, რომელიც საგამომძიებლო და სასამართლო ხელისუფლებას აერთიანებდა. ინკვიზიცია სრულიად დამოუკიდებელი იყო საერო ხელისუფლებისაგან. ის განსაკუთრებით მძვინვარებდა [[ესპანეთი|ესპანეთში]] და გამოიყენებოდა როგორც კონტრრეფორმაციის იარაღი.
 
== საინკვიზიციო სასამართლო ==
 
1215 წლის ლატერანის კრების კანონების მიხედვით საეპისკოპოსო სასამართლოებს ევალებოდათ ბრალდებულის პროცესზე დასწრება. ბრალდებულს ეძლეოდა შესაძლებლობა, ბრალდებაზე პასუხი გაეცა. აუცილებელი იყო მოწმეების სახელების ცოდნა, რადგანაც მათი გასაიდუმლოება ცილისწამებას უწყობდა ხელს.<ref>''თეა წითლანაძე, თეა ქარჩავა,'' ბრალდებულის დაცვა საინკვიზიციო სასამართლოში, შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, VII, თბ, 2005, გვ. 69 </ref>
 
განსხვავებული იყო ერეტიკოსობაში ბრალდებულის მდგომარეობა. ეჭვმიტანილს წინასწარ დამნაშავედ აცხადებდნენ. ინკვიზიტორი დამნაშავეს აიძულებდა, ეღიარებინა დანაშაული და მოეთხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება.<ref>იქვე, გვ. 69</ref>
 
საინკვიზიციო სასამართლოსგან თავის დახსნა ძნელი საქმე იყო. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე თეორიულად შესაძლებელი იყო პაპთან ჩივილი. თუმცა, ინკვიზოტორზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა პაპისათვის გასაგზავნ წერილს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოქროსმოყვარული პაპი ჩაერია საქმეში. 1245 წლის ლანგედოკის ეპისკოპოსების წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ჩივიან პაპ ინოკენტი IV–სთან რომ ბევრმა ერეტიკოსმა სასამართლოსგან თავის დაღწევა მოახერხა. თუმცა, ასეთი შემთხვევა იშვიათი ხდებოდა. კარკასონის ინკვიზიციის რეესტრში, 1249–1258 წლებში ორასზე მეტი სამიდან ბრალდებული არც ერთ შემთხვევაში გასამართლებული არაა.<ref>იქვე, გვ. 73</ref>
 
ინკვიზიციისგან თავის დაღწევა იმდენად რთული საქმე იყო, რომ ფრანცისკანელი ბერის ბერნარ დელისიეს სიტყებით, წმინდა პეტრე და პავლე ერეტიკოსობაში დადანაშაულების და საქმის აღძვრის შემთვევაში ვერანაირად გაიმართლებდნენ თავს.<ref>იქვე, გვ.73</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია|2}}
 
{{ესკიზი-ისტორია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინკვიზიცია“-დან