იკორთის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ისტორიკოსმა რომ შეამოწმოს არ შეიძლება? :)
ხაზი 1:
'''იკორთის ტაძარი''' — ძველი [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|ქართული მართლმადიდებლური]] ტაძარი, მდებარეობს [[სოფელი|სოფელ]] [[იკორთა|იკორთას]] ([[ცხინვალისგორის რაიონიმუნიციპალიტეტი]]) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის [[გუმბათი]] საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია.
 
ტაძრის ფასადები და [[გუმბათის ყელი]] მდიდრულადაა მოჩუწურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორტის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრულსტილისტიკური თავისებურებებით უაღრესი ნიმუშია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იკორთის_ტაძარი“-დან