ცის სფერო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Celestial_sphere.svg|right|thumb|250px|ცის სფერო დაყოფილია ცის ეკვატორით]]
'''ცის სფერო''' — ნებისმიერრადიუსიანი დამხმარე წარმოსახვითი სფერო, რომელზეც აგეგმილებენ ციურ მნათობს და რომელსაც სხვადასხვა ასტრომეტრიული ამოცანის მოსახსნელად იყენებენ. შორეულ წარსულში
ცნება ”ცის სფერო” წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ [[ადამიანი|ადამიანს]], რომელსაც შორეულ მნათობებამდე მანძილთა განსაზღვრა არ შეეძლო, ისინი ერთსა და იმავე მანძილზე, კერძოდ რეალურ სფეროზე, განლაგებულად ეჩვენებოდა. ძველ საბერძნეთში აღმოცენებული გეოცენტრული კოსმოლოგიური სისტემის თანახმად, [[მთვარე]], [[მზე]] და პლანეტები თავიანთ სფეროებზე გარემოიქცეოდნენ [[დედამიწა|დედამიწის]] ირგვლივ,