დიმიტრი გულია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: uk:Дирміт Ґуліа
ხაზი 29:
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა [[გორის საოსტატო სემინარია]]ში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში [[აფხაზური ენა|აფხაზურ ენას]] ასწავლიდა [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]]. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912-1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "[[აფსნი ყაფშ|აფსნის]]" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.
 
1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს აფსუურ-ადიღეური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. მეოცეXX საუკუნის 20-იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გეgმებისგეგმების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდშჲ არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.
 
1951 წელს, დიმიტრი გულიამ გამოსცა პატარა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეცდომაში შეიყვანა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_გულია“-დან