აფხაზეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

==აფხაზეთის ომი==
[[აფხაზეთის ომის სამხედრო-პოლიტიკური ქრონიკა (1992–1993)|შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში]] დაიწყო [[1992]] წ. 14 აგვისტოს და გაგრძელდა [[1993]] წ. 30 სექტემბრამდე.
 
[[საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო]]ს გადაწყვეტილებით პოლიციის ნაწილები გაიგზავნა ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამის შესახებ ინფორმირებული იყო [[აფხაზეთი]]ს მაშინდელი ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ისახავდა მიზნად.
პირველი შეტაკება მოხდა ოჩამჩირის რაიონ სოფ. [[ოხურეი]]თან, სადაც აფხაზმა "გვარდიელებმა" მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის კოლონას. მეორე შეტაკება [[გულრიფშის მუნიციპალიტეტი|გულრიფშის რაიონის]] დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა პოლიციის ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება დაფიქსირდა აგრეთვე [[მაჭარა|სოფ. მაჭარასთან]], სადაც დაიღუპა ერთი აფხაზი მებრძოლი. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის შენაერთი დაბანაკდა სოხუმის მისასვლელთან, ტურბაზის ტერიტორიაზე. [[ვლადისლავ არძინბა]]ს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სეპარატირტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს ([[სერგეი შამბა]]ს მიმართვა რადიოთი). აფხაზმა სამხედრო შენაერთებმა მთლიანად დაიკავეს ქ. [[სოხუმი]].<ref>ვ. ყოლბაია, დ. ლაცუზბაია, რ. გელანტია, თ. ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი. თბილისი, 1999</ref>
 
 
[[15 აგვისტო]]ს გაგრის ზონაში ზღვიდან გადმოისხა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი. ამავე დღეს სოხუმში ჩამოვიდნენ [[საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო]]ს წევრები თენგიზ სიგუა და [[ჯაბა იოსელიანი]]. აფხაზებთან მოლაპარაკებაში ამ ორის გარდა მონაწილეობდნენ აგრეთვე [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის უმაღლესი საბჭო]]ს<ref>http://www.parliament.ge/files/613_8104_273985_doc_7.pdf</ref> თავმჯდომარე [[თამაზ ნადარეიშვილი]], დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და ნაპოლეონ მესხია, [[აფხაზეთი]]ს უშიშროების სამსახურის უფროსი ავთანდილ იოსელიანი. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: [[სერგეი ბაღაფში]], ზურაბ ლაბახუა, [[ალექსანდრე ანქვაბი]], ზურაბ აჩბა და სხვ. თ სიგუამ მოითხოვა [[ვლადისლავ არძინბა]]სთან შეხვედრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან 200–200 კაციანი სამხედრო შენაერთი მდ. [[ფსოუ]]დან [[სამეგრელო]]მდე დაიცავდა რკინიგზას და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. ს. ბაღაფშმა [[სოხუმი]]დან გასვლისთვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. [[აფხაზები]] დროის გაყვანას ცდილობდნენ.
 
==ომის შემდგომდროინდელი აფხაზეთი==
ანონიმური მომხმარებელი