ნეოკანტიანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ნეოკანტიანიზმი''' ეს არის [[იმანუელ კანტი|იმანუელ კანტის]] ფილოსოფიის ინტერპრეტირებული მიმდინარეობა, უფრო ზუსტად კანტის ფილოსოფიის კრიტიკა [[შოპენჰაუერი, არტურ|შოპენჰაუერის]] ნაშრომში ''მსოფლიო როგორც სურვილი და წარმოდგენა'' ([[1818]]), ასევე პოსტ–კანტიანელი ფილოსოფოსების, როგორიცაა [[იაკობ ფრიდრიხ ფრაისი]] და [[იოჰან ჰერბარტი]]. კანტის ფილოსოფიამ გვიან გერმანულ ფილოსოფიაში სპეციფიკური გაგება ჰპოვა.
 
მოძრაობა "უკან კანტისაკენ" [[1860]] წელს დაიწყო, როგორც რეაქცია მატერიალისთა შეპაექრებაზე გერმანულ აზროვნებაში [[1850]] წელს. [[ჰერმან ფონ ჰელმოლცი|ჰერმან ფონ ჰელმოლცისა]] და [[ედვარდ ზელერი|ედვარდ ზელერის]] ნამუშევრებთამ ერთად, მოძრაობის ადრეული ნაყოფი [[კუნო ფიშერი|კუნო ფიშერის]] კანტზე ნაშრომები იყო და [[ფრიდრიხ ლანგე|ფრიდრიხ ლანგეს]] მატერიალიზმის ისტორია ([[Geschichte des Materialismus]]), ეს უკანასკნელი ამტკიცებდა რომ ტრანსცენდეტული იდეალიზმი ენაცვლებოდა ისტორიულ ბრძოლას [[მატერიალური იდეალიზმი|მატერიალურ იდეალიზმსა]] და [[მექანიკურ იდეალიზმი|მექანიკურ იდეალიზმს]] შორის. ფიშერი ადრევე ჩაერთო [[არისტოტელიანიზმიარისტოტელიზმი|არისტოტელიანელ]] ფრიდრიხ ადოლფ ტრენდელენბურგთან კამათში, რომელიც ტრანსცენდენდენტული ესთეთიკის შედეგების ინტერპრეტაციას ეხებოდა. კამათმა ბიძგი მისცა [[ჰერმან კოენი|ჰერმან კოენს]] [[1871]] წელს დაეწერა სასემინარო ნამუშევარი ''Kants Theorie der Erfahrung'', წიგნი ხშირად მოიხსენიება მე–20 საუკუნის ნეოკანტიანიზმის საფუძვლის ჩამყრელად. ფიშერ–ტრედელენბურგის კამათსა და კოენის ნამუშევარს უკავშირდება [[ჰანს ვაილინგერი|ჰანს ვაილინგერის]] კომენტარები ''წმინდა მიზეზის კრიტიკაზე''.
 
კოენი მარბურგის სკოლის მეთაური გახდა, რომლის სხვა გამოჩინილი წარმომადგენლები პოლ ნატორპი და ერნსტ კასირერი იყვნენ. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი სამხრეთ–დასვლეთის სკოლა იყო (ან [[ბადენი|ბადენის]] სკოლა, სამხრეთ–დასავლეთ გერმანიაში), რომელშიც ვილჰელმ ვინდელბანდი, ჰაინრიხ რიკერტი და ერნსტ ტროელში შედიოდნენ. მარბურგის სკოლა აქცენტს [[ეპისტემოლოგია|ეპისტემოლოგიასა]] და [[ლოგიკა|ლოგიკაზე]] აკეთებდა, ხოლო სამხრეთ–დასავლეთის სკოლა [[კულტურა|კულტურისა]] და ღირებულებების საკითხებზე. მესამე ჯგუფს წარმოადგენდა ლეონარდ ნელსონი, რომელმაც ფრიზეანული ტენდენცია განავითარა.