ჰიპოკრატე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: fy:Hippokrates
+ლიტერატურა
ხაზი 1:
[[ფაილი:Hippocrates.jpg|thumb|right|ჰიპოკრატე]]
'''ჰიპოკრატე''' (*დ. ძვ. წ. 460, კ. [[კოსი]] გ. ძვ. წ. 377 (სხვა მონაცემებით ძვ. წ. 356), [[ლარისა]], [[თესალია]]) — ძველი [[საბერძნეთი]]ს [[ექიმი]], ანტიკური [[მედიცინა|მედიცინის]] რეფორმატორი.
 
ჰიპოკრატეს პირველ მასწავლებლად მიჩნეულია მამამისი - [[ჰერაკლიდე]]; დედა - ფენარეტე, ბებიაქალი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჰიპოკრატე საცხოვრებლად [[ათენი|ათენში]] გადავიდა და სწავლა გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ ეწეოდა მოხეტიალე ექიმის - [[პერიოდევტი|პერიოდევტის]] საქმიანობას. ბევრი იმოგზაურა [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[მცირე აზია|მცირე აზიაში]], შავი ზღვის სანაპიროზე, იყო სკვითებთან, კარგად გაეცნო მცირე აზიისა და ეგვიპტის მედიცინას. ავადმყოფის გამოკვლევისას იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დათვალიერება, ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა და სხვა. ყურადღებას აქცევდა გამონაყოფებს, მათ სუნს, ფერს, შარდის ნალექს; სათავე დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის აღწერას (ავადმყოფობის ისტორია); შექმნა მოძღვრება [[პროგნოსტიკა|პროგნოსტიკაზე]], რაც ეყრდნობოდა ავადმყოფის წარსულისა და აწმყო მდგომარეობის დეტალურ შესწავლას; საფუძველი ჩაუყარა [[სამედიცინო გეოგრაფია|სამედიცინო გეოგრაფიასა]] და ტოპოგრაფიას; როგორც დასტაქარმა შეიმუშავა ნახვევის დადების წესები, მოტეხილობის, ღრძობის, ფისტულების მკურნალობის მეთოდები და სხვა.
 
ჰიპოკრატეს და მისი მიმდევრების შრომებში (ჰიპოკრატეს კრებული) საოცარი სიზუსტით არის აღწერილი სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობა, მკურნალობის წესები, მსჯელობაა ეპიდემიების, [[ეპილეფსია|ეპილეფსიის]], ცხელების შესახებ და სხვა. ჰიპოკრატე ასწავლიდა, რომ ექიმმა უნდა უმკურნალოს ავადმქოფს და არა ავადმყოფობას, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალური თავისებურებანი და გარე ფაქტორების გავლენა. შინაგან ფაქტორებად მიიჩნევდა მემკვიდრეობითობას, ადამიანის ფიზიკური (კონსტიტუცია) და სულიერი (ტემპერამენტი) თვისებების ერთობლიობას. გამოყო ადამიანის 4 ტიპი: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური. ჰიპოკრატე მიხვდა, რომ ეს ტიპები გარკვეული დაავადებებისადმი არიან განწყობილი. დაამუშავა [[ეტიოლოგია|ეტიოლოგიის]] საკითხები; მედიცინა გაათავისუფლა ქურუმებისა და მონასტრების გავლენისაგან და განსაზღვრა მისი განვითარების დამოუკიდებელი გზა. ჰიპოკრატემ ჩამოაყალიბა მკურნალობის ძირითადი პრინციპები (არ დააზიანო, სიფრთხილე გამოიჩინე წამლის გამოცვლისას და სხვ.). დღემდეა შემორჩენილი "ჰიპოკრატეს ფიცი", როგორც საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი. ჰიპოკრატეს "მედიცინის მამას" უწოდებენ.
==ლიტერატურია==
 
*''აბაშიძე ვ.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 669, თბ., 1987
[[კატეგორია:ძველი ბერძნები]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოკრატე“-დან