იესე (ალიყული-ხანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: nl:Jesse van Kartli
+ლიტერატურა
ხაზი 29:
}}
 
'''იესე''', ''ალიყული-ხანი'' (დ. დაახლოებით [[1680]]/[[1681]] გ. [[1727]]), ქართლის მეფე [[1714]]-[[1716]], [[ლევან ბატონიშვილი| ლევან ბატონიშვილის]] ძე, [[ვახტანგ VI| ვახტანგ VI-ის]] ძმა.
 
[[1705]]-[[1714]] ირანში შაჰის სამსახურში იყო. ებრძოდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებს ჯერ ბიძამისის - ქართლის მეფე [[გიორგი XI| გიორგი XI-ის]], ხოლო შემდეგ ძმის - ქართლის მეფე [[ქაიხოსრო (მეფე)|ქაიხოსროს]] მეთაურობით. [[1708]] გიორგი XI-მ ქირმანის (ქალაქი და ისტორიული ოლქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) ნაიბად დაინიშნა, [[1709]] (გიორგი XI-ის დაღუპვის შემდეგ) შაჰმა ქირმანის ბეგლარბეგობა უბოძა. იესეს მუსლიმანური სახელი ალიყული-ხანი ეწოდა. [[1711]] დაინიშნა თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსი). [[1714]], როცა ვახტანგმა (შემდეგში ვახტანგ VI) უარი თქვა მაჰმადოანობის მიღებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა. ქართლის ჯარით ეხმარებოდა კახეთის მეფე [[დავით II, იმამყული-ხანი|დავით II-ს]] (იმამყული-ხანს) ლეკების შემოსევათა მოგერიებაში. [[1716]], როცა ქართლის მეფობა ვახტანგმა მიიღო, იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს [[ბაქარი|ბაქარს]], რომელიც ქართლს განაგებდა.
 
თბილისის სასახლეში პატიმრად ყოფნის დროს იესემ უარყო [[მაჰმადიანობა]] და [[ქრისტიანობა]]ს დაუბრუნდა. [[1721]] ვახტანგ VI-მ იესე გაათავისუფლა, დაუბრუნა წართმეული ქონება, უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა (მდივანბეგობა). [[1723]], როცა შაჰ-თამაზ II-მ ქართლის მეფობა კახეთის მეფე [[კონსტანტინე II (მაჰმად ყული-ხანი)|კონსტანტინე II-ს]] (მაჰმადყული-ხანს) მისცა და მან [[თბილისი]] დაიკავა, იესე ვახტანგ VI-ის დავალებით ბაქართან ერთად მიეგება თბილისის ასაღებად მოსულ ოსმალთა ჯარს. ოსმალები თბილისში შევიდნენ, კონსტანტინე დააპატიმრეს და ქართლის გამგებლობა ბაქარს გადასცეს. ბაქარის ოსმალთაგან განდგომის შემდეგ, [[1724]], იესე შეურიგდა დამპყრობლებს, კვლავ გამაჰმადიანდა და მუსტაფა ეწოდა. თუმცა ოსმალებმა ქართლის გამგებლობა იესეს მისცეს, ფაქტობრივი მმართველი ოსმალთა ფაშა იყო. იესე მტერთან ერთად ებრძოდა ვახტანგ VI-სა და ბაქარს.
==ლიტერატურა==
 
*''გუჩუა ვ.'', ქსე, ტ. 5, გვ. 88, თბ., 1980
{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა|წინამორბედი= [[ქაიხოსრო (მეფე)|ქაიხოსრო]] | ტიტული=[[ქართლის მეფეები|ქართლის მეფე]] | წლები=[[1714]] - [[1716]]| შემდეგი = [[ბაქარი]]}}