აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 266:
 
=== სამართალი ===
[[ფეოდალიზმი]]ს ეპოქაში აფხაზურ საზოგადოებაში ურთიერთობებს [[ადათი|ადათები]] და ჩვეულებითი [[სამართალი]] აწესრიგებდა. მჩაგვრელისა და შეურაცხმყოფელის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილის უფლება ყველას ჰქონდა. წოდებრივ თუ სოციალურ უპირატესობას სამართალში მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და პასუხიისმგებლობისგანპასუხისმგებლობისგან არავინ თავისუფლდებოდა. მოსამართლედ პატივცემულ, პატიოსან და წეს-ჩვეულებების მცოდნე ადამიანს ირჩევდნენ. საქმეს, რომლის განხილვაც საჯაროდ ხდებოდა, ერთდროულად რამდენიმე მსაჯული არჩევდა. საქმე საჯაროდ განიხილებოდა. ბრალდებული და ბრალმდებელი ირჩევდნენ მედიატორებსა და თავდებებს. საქმის განხილვის დაწყებამდე იდებოდა ფიცი, რომ დამორჩილდებოდნენ [[სასამართლო]]ს გადაწყვეტილებას. მოდავე მხარეებისა და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ მსაჯულები სათათბიროდ ცალკე გადიოდნენ. დეტალური განხილვის შემდეგ ერთ-ერთი მსაჯული გაიმეორებდა საქმის არსს და მიღებულ გადაწყვეტილებას გამოუცხადებდა საზოგადოებას. გადაწყვეტილების აღსრულება თავდებთა მოვალეობა იყო. აღსანიშნავია, რომ [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] სიკვდილით დასჯა მიღებული არ იყო. სასჯელები ძირითადად ქონებრივი იყო, ხოლო ღარიბი გლეხები, რომელთაც ჯარიმის გადასახდელად საკმარისი ქონება არ გააჩნდათ, საკუთარი თავისუფლებით აგებდნენ პასუხს. დაზარალებულ მხარეს შეეძლო იგი [[მონობა|მონად]] გაეყიდა იგი ან დაეტოვა თავისთან, სანამ ნათესავები ჯარიმას არ გადაიხდიდნენ<ref name="PDF3"/>.
 
[[1864]] წელს, როდესაც [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] [[რუსეთი]]ს უშუალო მმართველობა დამყარდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ საერთო იმპერიული კანონმდებლობის დანერგვა [[კავკასია]]ში ნაადრევი იყო. ამიტომ აფხაზეთში ფაქტობრივად ძალაში დარჩა ძველი ჩვეულებითი სამართალი. თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც განხორციელდა — მსაჯულებს ძველებურად კვლავ მოდავე მხარეები ირჩევდნენ, თუმცა სასამართლო პროცესი [[რუსეთის იმპერია|რუსული ადმინისტრაციის]] კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა<ref name="PDF3"/>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფხაზები“-დან