აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 250:
=== ცხოვრების წესი ===
[[ფაილი:Abkhazians - by Prince Gagarin, 1840.jpg|250პქ|მინიატიურა|[[რუსები|რუსი]] მხატვრის, [[გრიგოლ გაგარინი]]ს მიერ შესრულებული ნახატი, „აფხაზები“]]
[[შუა საუკუნეები]]ს აფხაზთა ცხოვრების წესზე ცნობებს გვაძლევს [[იტალიელები|იტალიელი]] მოგზაური ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელმაც დასავლეთი [[საქართველო]] [[1630]] წელს შემოიარა. მისი თქმით, აფხაზები [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე გაფანტულები არიან და ისეთივე ცხოვრების წესს მისდევენ, როგორსაც [[ჩერქეზები]]; აფხაზთა ენა არ ჰგავს მეზობელი ხალხების ენებს, მათ არ აქვთ დაწერილი კანონები და [[დამწერლობა]]. რწმენით [[ქრისტიანები]] არიან, თუმცა ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს არ ასრულებენ. [[ტყე]]ები მათთვის საცხოვრებელია, როდესაც ერთ ადგილს აირჩევენ, შემდეგ აღარ ტოვებენ. იცვამენ [[ჩერქეზები]]ს მსგავსად, მაგრამ თმებს სხვანაირად იკრეჭენ. [[ტყე]]ში მათ ჰყავთ მცირე ჯოგი და აქვთ მცირე მასალა ტანისამოსის დასამზადებლად. იკვებებიან [[ტყე]]ში გაზრდილი ნაყოფით და თაფლისგან დამზადებული [[ღვინო|ღვინით]]თი. [[ხორბალი]] მათთან არ მოდის, ხოლო [[მარილი|მარილს]] კი არ ხმარობენ<ref>ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, III, თბილისი, 1987, გვ. 169-171</ref>. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჯოვანი ჯულიანო და ლუკა ამ ცნობებს გვაწვდის, სათაურად წერს „აბაზას“ („Abbazza“)<ref>ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, III, თბილისი, 1987, გვ. 154</ref>, ხოლო ტექსტში იყენებს სხვა ტერმინებს — „აბკასა“ და „აბაცა“<ref>ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, III, თბილისი, 1987, გვ. 169</ref>.
 
არქანჯელო ლამბერტის ცნობით, რომელმაც [[XVII საუკუნე]]ში დასავლეთ [[საქართველო]]ში ოცი წლის განმავლობაში იცხოვრა, აფხაზები არ ცხოვრობენ [[ქალაქი|ქალაქებში]]. ერთი გვარის ხალხი ერთად შეიყრებოდა და მაღლობ ადგილზე სახლობდა.საინტერესოა ის ფაქტი, ამ ხალხს სხვა კი არ ერჩის, არამედ ერთმანეთს თავად ესხმიან თავს და ძარცვავენ<ref>არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, ლ. ასათიანის რედაქც., თბილისი, 1938, გვ. 168</ref>. არქანჯელო ლამბერტის თქმით, „ეს ხალხი მოქალაქეობას და ვაჭრობას მოკლებულია, და არც ფული გააჩნია, არც საქონელი“<ref>ლამბერტი, დონ არქანჯელო. სამეგრელოს აღწერა. გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო პროფ. ილ. ანთელავამ. თბილისი, 1991, გვ. 28</ref>. აფხაზები რომ ფულს არ ხმარობენ, ამას ადასტურებენ ჯოვანი და ლუკა და [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] [[თურქები|თურქი]] ისტორიკოსი [[ევლია ჩელები]]ც<ref>ილ. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში /XIII-XX სს. პირველი მეოთხედი/. ტ. III (1628-1633). თბილისი, 1987, გვ. 170</ref><ref>ევლია ჩელების «მოგზაურობის წიგნი». თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ. ნაკვ. I, ქართული თარგმანი. თბილისი, 1971, გვ. 103</ref>. უფრო მოგვიანებით, [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 20-იან წლებში იმავეს აღნიშნავდა [[ფრანგები|ფრანგი]] მოგზაური [[ჟაკ ფრანსუა გამბა]]<ref>ჟაკ ფრანსუა გამბა, მოგზაურობა ამიერკავკასიაში. ფრანგულიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა. ტ. I, თბილისი, 1987, გვ. 88</ref>:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფხაზები“-დან