აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

=== საზოგადოებრივი წყობილება ===
[[ფაილი:Abkhaz tavadi.jpg|მინიატიურა|აფხაზი თავადი]]
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში აფხაზები სოციალური და ეკონომიკური განვითარებითგანვითარების დონით გარდამავალ საფეხურზე იდგნენ დასავლეთ [[საქართველო]]ს ბარის რეგიონებისა და [[იმიერკავკასია|ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის]] პატრიარქალურ [[ფეოდალიზმი|ფეოდალურ]] საზოგადოებებს შორის. [[აფხაზეთი]]ს [[შავი ზღვა|ზღვისპირა]] რეგიონებში შედარებით უკეთ იყო განვითარებული ფეოდალური ურთიერთობები. ამ პერიოდის [[აფხაზეთი|აფხაზურ მთაშიც]] წამყვანი სოციალური ფენა ფეოდალური იყო, თუმცა ზღვისპირეთთან შედარებით მეტად იყო შემორჩენილი თემურ-გვაროვნული წყობილების გადმონაშთები<ref name="PDF3"/>.
 
აფხაზური ფეოდალური საზოგადოების სათავეში იდგა მთავარი ({{lang-ab|აჰ}}), შარვაშიძეთა გვარის წარმომადგენელი ({{lang-ab|ჩაჩბა}}). გაბატონებული კლასის ზედა ფენას [[თავადი|თავადები]] წამოადგენდნენ ({{lang-ab|ათავად}}), ხოლო პრივილეგირებული კლასის ქვედა ფენას — [[აზნაური|აზნაურები]] ({{lang-ab|აამსთა}}). ისინი ძირითადად მთავრების, უფლისწულებისა და [[თავადი|თავადების]] ვასალები იყვნენ<ref name="PDF3"/>.
6 771

რედაქტირება