აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== ხელოსნობა ===
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] შუა ხანებამდე აფხაზეთში ხელოსნური ნაწარმი სოფლის მეურნეობისაგან ბოლომდე გამოყოფილი არ იყო. ოჯახური მოხმარების საგნებს, სამუშაო იარაღს, საოჯახო ჭურჭელს, ქსოვილებს, [[ნაბადი|ნაბდებს]], ტანსაცმელს, თოფის წამალსა და სხვ. აფხაზები ძირითადად ოჯახშივე ამზადებდნენ. ამას გარდა აფხაზეთში იყვნენ [[ხელოსანი (მოხელე)|ხელოსნებიც]], რომლებიც ბაზრისთვის მუშაობდნენ. მათ შორის იყვნენ მესაჭურვლეები, ოქრომჭედლები, ნავების მკეთებლები და სხვა. ადგილობრივი [[ხელოსანი (მოხელე)|ხელოსნები]] ამზადებდნენ მაღალი ხარისხის იარაღს, თოფებს, ხმალ-ხანჯალს, რომელიც ხშირად [[ოქრო]]-[[ვერცხლი]]თ იყო მორთული<ref>{{ru}} Статистический взгляд на Абхазию // «Тифлисские ведомости».№24, 25 и 26’1831, გვ. 324</ref>. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისამდე აფხაზეთში ჭედავდნენ დამცავ აბჯრებსაც. ცნობილი გერმანელი ორიენტალისტის ჰაინრიხ იულიუს ფონ კლაპროთის ცნობით, რომელმაც [[საქართველო]]ში [[1807]]-[[1808]] წლებში იმოგზაურა, აღნიშნავს, რომ [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[შავი ზღვა|შავის ზღვის]] სანაპიროზე განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ჯაჭვის პერანგები იწარმოება<ref>{{ru}} Клапрот Генрих-Юлиус. Путешествие по Кавказу и Грузии, предпринятое в 1807-1808 гг. //Адыги, балкарцы и карачаевцы в известиях европейских авторов XIII-XIX вв. / Составление, редакция переводов, введение и вступительные статьи к текстам В.К.Гарданова. Нальчик, 1974, გვ. 266</ref>.
 
აფხაზეთში მნრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა ასევე ნაოსნობასა და [[გემი|გემთმშენებლობას]]. ზოგიერთი თანამედროვე აფხაზური ტოპონიმის ეტიმოლოგია (მაგ. „ნავის გამოსათლელი ადგილი“, „ხომალდის ასაგები ადგილი“, „ნავის ჩასაშვები ადგილი“) მიუთითებს, რომ აქ გემთსაშენები ჰქონიათ მოწყობილი. [[ფრანგები|ფრანგი]] მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 20-იან წლებში [[შავი ზღვა|შავიზღვისპირეთში]] იმოგზაურა, აღნიშნავს<ref>ჟაკ ფრანსუა გამბა. მოგზაურობა ამიერკავკასიაში, ფრანგულიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა. თბილისი, 1987, გვ. 89</ref>:
{{ციტირება|გემთმშენებლობის ხელოვნებას ჩერქეზეთისა და აფხაზეთის სანაპიროზე გაცილებით უკეთ ფლობენ, ვიდრე ხობისა და ფაზისის მიდამოებში.}}
აფხაზები ძირითადად 80-100-კაციან ბრტყელძირიან აფრიან-ნიჩბიან ნავებს აშენებდნენ<ref>Т. Н. Берадзе, Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии. Тбилиси, 1989, გვ. 177</ref>. გარდა ამისა, აფხაზ გემთმშენებლებს უფროიოუფრო დიდი [[გემი|გემების]] აგებაც შეეძლოთ; მაგალითად, ერთ-ერთი ცნობით აფხაზეთის მთავარმა ქელეშბეგ შარვაშიძემ [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში [[ოსმალეთი]]ს სულთანს საჩუქრად გაუგზავნა 60-ზარბაზნიანი ხომალდი, რომელიც აფხაზეთში იყო აგებული<ref>Акты, собранные Кавказской Археографической комиссиею. Том IV. Тиф- лис,1870, გვ. 450.</ref>. აღმოსავლეთ [[შავი ზღვა|შავიზღვისპირეთში]] [[რუსეთი]]ს გაბატონების შედეგად აფხაზეთში [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] II ნახევრიდან გემთმშენებლობის ტრადიცია დავიწყებას მიეცა<ref name="PDF3"/>.
 
== საზოგადოება ==
6 771

რედაქტირება