აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

=== სოფლის მეურნეობა ===
{{მთავარი|სოფლის მეურნეობა}}
სოფლის მეურნეობის დარგებიდან აფხაზები ძირითადად მიწათმოქმედებასა და [[მეცხოველეობა]]ს მისდევენ. დამხმარე დარგებია [[მეფუტკრეობა]] და მონადირეობა. მარცვლეული კულტურებიდან ძირითადად [[სიმინდი]] მოჰყავთ, ასევე [[ქერი]], [[ლობიო]] და მცირე რაოდენობით [[ხორბალი]]. აფხაზ ხალხის სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია [[მეღვინეობა]]საც. მეღვინეობის ძირითადი ზონა ბზიფის მიდამოებია, ახლანდელი [[გუდაუთის მუნიციპალიტეტი]]. აქ [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დამდეგისათვის ვაზის 30-ზე მეტი სახეობა იყო გავრცელებული (მთლიანად [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] ორჯერ მეტი)<ref>{{ru}} К. Д. Мачавариани, Абхазские вина // Его же, Очерки и рассказы (Из наблюдений разных годов). Батум, 1909, გვ. 116</ref>. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოდან აფხაზეთში შემოიტანეს და გაავრცელეს ვაზის უხვმოსავლიანი ამერიკული ჯიში „იზაბელა“, რომელმაც დიდი კონკურენცია გაუწია ვაზის ადგილობრივ ჯიშებს, ზოგი მათგანი საერთოდ გაქრა.
 
აფხაზურ [[სოფელი|სოფლებში]] მისდევენ მეხილეობასაც; აქ ხარობს [[ვაშლი]], [[მსხალი]], ქლიავი, [[ატამი]], [[გარგარი]], [[თხილი]], [[კაკალი]], [[ლეღვი]], [[ალუბალი]] და სხვა. მოჰყავთ ბოსტნეული კულტურებიც, მათ შორის [[კომბოსტო]] და [[კარტოფილი]], რომლებიც [[XIX საუკუნე]]ში შემოიტანეს. ტექნიკური კულტურებიდან გავრცელებულია [[ბამბა]], სელი, [[კანაფი]], რომლებიც თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავდა. [[XX საუკუნე]]ში აფხაზებმა ხელი მიჰყვეს [[თამბაქო|მეთამბაქოეობას]], [[ჩაი|მეჩაიეობასა]] და [[ციტრუსი|მეციტრუსეობასაც]].
 
შინაურ [[ცხოველები|ცხოველთაგან]] ფართოდაა გავრცელებული წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მათ შორის [[ძროხა]], [[კამეჩები|კამეჩი]], [[თხა]], ცხვარი; გარდა რქოსანისა, ჰყავთ ასევე [[ცხენი]] და [[სახედარი]]. მრავლად მისდევდნენ [[მეღორეობა]]საც, თუმცა [[ისლამი]]ს გავრცელებამ მეურნეობის ამ დარგის განვითარება [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] მნიშვნელოვნად შეაფერხა. [[მეღორეობა]] დღემდე შემორჩა რეგიონის სამხრეთ ნაწილში. საქონელი გვიანი [[გაზაფხული]]დან [[ზაფხული]]ს ბოლომდე საძოვრებზე ჰყავდათ. საძოვრებად აფხაზები იყენებენ როგორც სამხრეთი კავკასიონის კალთებს, ისე ჩრდილოეთისას. წელიწადის სხვა დროებში საძოვრებად [[შავი ზღვა|ზღვისპირა]] და მთისწინა მინდვრებს იყენებენ<ref name="PDF3">[http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000725/00-Tituli.pdf ეთნოსები საქართველოში, აფხაზები, სტატიის ავტორი გ. ანჩაბაძე, თბილისი, 2008]</ref>.
6 771

რედაქტირება