აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 129:
 
==== „გააფხაზება“ ====
[[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] ბოლოს, როგორც ჩანს, უკვე კარგად გამუსულმანებული აფხაზები იპყრობენ [[სამეგრელო]]ს ნაწილს, სამურზაყანოს, დღევანდელ [[გალის მუნიციპალიტეტი|გალის მუნიციპალიტეტს]]. ამ დროიდან იწყება ამ მხარის „გააფხაზების“ პროცესი, რომელიც როგორც [[ქართული ენა|ქართულ]], ისე უცხოურ წყაროებში კარგადაა ასახული. აღსანიშნავია ცნობა, რომელიც ამ ტერიტორიაზე აფხაზთა საგანგებოდ ჩამოსახლებას ეხება<ref>{{ru}} И. Г. Антелава. Очерки истории Абхазии XVII – XVIII вв., Сухуми, 1951, გვ. 42</ref>. [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVII საუკუნე]]ებში [[ქართული ენა|ქართული]] დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ [[სოფელი]] ნიჟანელი ჯერ კიდევ ქართული (მეგრული) სოფელია, [[1626]] წლის აფხაზეთის საკათალიკოსოს დიდი დავთრის მიხედვითაც ნიჟანელი ოდიშია<ref>ქსძ, III, გვ. 397, 436</ref>. მდგომარეობა იცვლება [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დასაწყისში. [[1712]] წლის დოკუმენტში კათალიკოსი [[გრიგოლ II (ლორთქიფანიძე)|გრიგოლ ლორთქიფანიძე]] წერს:
{{ციტირება|ნაჟანევს სოფელი აფხაზს აეყარა. სამოცი მოსახლე კაცი ნეფსაძე კათალიკოზს ყვაპუ შარვაშიძისათვის მიებარებინა. უფროსი ერთი დაკარგულიყო.}}
იქვე ჩამოთვლილია აყრილი სოფლის მოსახლეობის გვარები, რომელთაგან ყველა მეგრულია<ref>ქართული სამართლის ძეგლები, III, გვ. 670-671</ref>. აფხაზთაგან თავდასაცავად [[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს მთავარი]] [[ლევან II დადიანი]] აგებს საგანგებო კედელს. ამ კედლის შესახებ [[ვახუშტი ბატონიშვილი]] წერს: „შევლო ზღუდე დიდმა ლევან დადიანმა, აფხაზთა გამოუსვლელობისათვის“<ref>ვახუშტი ბაგრატიონი, ქართლის ცხოვრება, IV, თბ., 1973, გვ. 82</ref>. [[არქანჯელო ლამბერტი]]ს მიერ შედგენილ [[რუკა]]ზე ამ კედელს აფხაზთაგან დასაცავი კედელი აწერია<ref name="PDF2"/>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფხაზები“-დან