გურანდუხტი (X საუკუნე): განსხვავება გადახედვებს შორის

+ლიტერატურა
(+ლიტერატურა)
{{მმ*|გურანდუხტი}}
'''გურანდუხტი''', X საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე [[გიორგი II]] აფხაზთა მეფის ([[922]]-[[957]]) ასული, [[გურგენი | გურგენ]] მეფეთა მეფის ([[994]]-[[1008]]) მეუღლე, [[ბაგრატ III | ბაგრატ III-ის]] ([[975]]-[[1014]]) დედა. [[975]] [[საქართველო | საქართველოს]] გაერთიანების მოწინააღმდეგე დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის სამეფოს, გურანდუხტი ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს. ამის საპასუხოდ ბაგრატ III-ის მამობილი [[დავით III]] დიდი კურაპალატი ქართლში შეიჭრა, კახეთის ლაშქარი განდევნა და გურანდუხტი და სხვა ტყვეები გაათავისუფლა. 70-იანი წლების ბოლოსა და 80 წლრბის დასაწყისში, ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, გურანდუხტი განაგებდა ქართლს, რომლის პოლიტიკური ცენტრი [[უფლისციხე]] იყო.
==ლიტერატურა==
 
*''გუჩუა ვ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 311-312, თბ., 1978
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]