აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==== [[ისლამი]]ს გავრცელება ====
ჩამოსახლებულ ადიღეურ ტომებს აფხაზეთში საკუთარი წარმართული [[რელიგია]] ჩამოაქვთ. თავის მხრივ, ამ მხარეში გაბატონებული [[თურქები]] [[ისლამი]]ს გავრცელებას ცდილობენ. ამან განაპირობა ძველ აფხაზთა რწმენაში [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] პოზიციების შერყევა. რელიგიური ცვლილების პროცესი კარგადაა ასახული [[ქართული ენა|ქართულ]] წერილობით ძეგლებში<ref name="PDF2"/>. [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] ძეგლძეგლში – „მცნება სასჯულოში“სასჯულო“ – აღნიშნულია<ref>ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, III, თბილისი, 1970 გვ. 222</ref>:
{{ციტირება|აფხაზეთი ქრისტიანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს.}}
[[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] პირველი ნახევრის დოკუმენტი იძლევა შემდეგ ცნობას:
 
[[XV საუკუნე|XV საუკუნის]] ბოლოდან აფხაზები იწყებენ დასავლეთ [[საქართველო]]ს ზოგიერთ რეგიონზე, ძირითადად [[სამეგრელო]]ზე თავდასხმებს. [[XVII საუკუნე|XVII საუკუნისა]] და [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] პირველი ნახევრის თითქმის ყველა თავდასხმა აღწერილი აქვს [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]]<ref>ვახუშტი ბაგრატიონი, ქართლის ცხოვრება, IV, თბ., 1973, გვ. 842, 863</ref>. ამგვარი თავდასხმების შესახებ არსებობს უცხოური წყაროებიც, მათ შორის [[ჟან შარდენი]]სა და [[არქანჯელო ლამბერტი]]ს მონაცემები<ref>{{ru}} И. Г. Антелава, Очерки истории Абхазии XVII – XVIII вв., Сухуми, 1951, გვ. 30–34</ref>. აღსანიშნავია, რომ [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] უცხოელი ავტორები [[სოხუმი|სოხუმს]] არ თვლიან აფხაზთა ქალაქად<ref>ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, შეკრებილი თ. ჟორდანიას მიერ, II თბილისი, 1897, გვ. 261</ref>. ასევე, [[XVII საუკუნე]]ში, [[არქანჯელო ლამბერტი]]ს ცნობით, დრანდა, მოქვი, ილორი და ბედია ეგრისელებისაა ([[სამეგრელო]])<ref>არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, ლ. ასათიანის რედაქც., თბილისი, 1938, გვ. 120, 158</ref>. [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დასავლელი ავტორები არც [[ბიჭვინთა]]ს მიაკუთვნებენ აფხაზებს. [[იტალიელები|იტალიელი]] მისიონერი ძამპი, რომლის თხზულებაც [[ჟან შარდენი]]ს მოგზაურობის წიგნშია შესული, დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის შესახებ წერს<ref>ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხა ქვეყნებში (ცნობები საქართელოს შესახებ), ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბილისი, 1975, გვ. 137</ref>:
{{ციტირება|ამ კათალიკოსის ძალაუფლება ვრცელდება ოდიშში, იმერლების, გურულების, აფხაზთა და სვანთა ქვეყნებში. მისი სამიტროპოლიტიოსამიტროპოლიტო საყდარი არის ბიჭვინთაში, აფხაზთა ახლოს.}}
ეს ცნობები სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის მოსახლეობა, რომელიც თავისი ყოფით, რწმენით განსხვავდება [[სამეგრელო]]სა და დანარჩენი დასავლეთი [[საქართველო]]ს მოსახლეობისაგან (ჩამოსახლებული ადიღეველები), ბიჭვინთაში, სოხუმში ჯერ დამკვიდრებული არაა და ამიტომ ამ [[ქალაქი|ქალაქების]] მოსახლეობა ევროპელებს აფხაზებად არ მიაჩნიათ<ref name="PDF2"/>.
 
6,771

რედაქტირება