აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ფაილი:Georgia under David Agmashenebeli 1089-1125.svg|საქართველოს სამეფო დავით აღმაშენებლის დროს. აფხაზები ერთიან საქართველოში აფხაზეთის, აფშილეთისა და ჯიქეთის საერისთავოებში სახლობდნენ|მინიატიურა|350პქ]]
{{მთავარი|საქართველოს სამეფო}}
[[X საუკუნე|X საუკუნის]] ბოლოდან, როდესაც [[საქართველო]] გაერთიანდა, აფხაზეთი ერთიან სამეფოში ძირითადად ცხუმის საერისთაოს სახით შედიოდა, რომლის მმართველიმმართველებადაც შარვაშიძეების საგვარეულო იყო შარვაშიძეებიდადგენილი ([[აფხაზური ენა|აფხაზურად]] ჩაჩბა)<ref>ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ. 33-34.</ref>. ამ პერიოდიდან ისედაც გაფართოებული მნიშვნელობის ცნება „აფხაზი“ კიდევ უფრო ფართოვდება. ერთიანი [[საქართველოს სამეფო|საქართველოს მეფის]] ტიტულში პირველ ადგილზე სწორედ „მეფე აფხაზთა“ იდგა, რადგანაც [[ბაგრატ III]]-მ თავდაპირველად მხოლოდ ეს ტიტული მიიღო, ქართველთა მეფის წოდება კი მას მხოლოდ [[XI საუკუნე]]ში მიენიჭა. ერთიანი [[საქართველო]]ს მეფის ტიტულში „მეფე აფხაზთა“-ს წინა პლანზე წამოწევამ გამოიწვია ის, რომ ცნება „აფხაზი“ ამ პერიოდიდან უკვე ზოგადად [[ქართველები|ქართველს]] აღნიშნავს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში<ref>{{ru}} Афхазия и абхазцы средневсковых грузинских повествовательных источников. Груз. тексты на русский яхык перевел, предисловнем и примечаниями снабдил Г.А. Амичба, т.б., 1988</ref>.
 
სამეფო ტიტულატურაში „მეფე აფხაზთას“ პირველი ადგილით გამოწვეული გაიგივება [[ქართველები|ქართველისა]] და აფხაზისა (ასევე [[საქართველო]]სი და აფხაზეთის) განსაკუთრებით უცხოურ, [[ბერძნული ენა|ბერძნულ]], [[არაბული ენა|არაბულ]], [[რუსული ენა|რუსულ]] ლიტერატურაში აისახა. უცხოელი ავტორები „იბერსა“ და „აფხაზს“ ერთმანეთის პარალელურად სინონიმური მნიშვნელობით იყენებენ. მაგალითად, [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] ბერძენი ისტორიკოსი გიორგი კეფრენე [[საქართველო]]ს [[მეფე]]ს [[გიორგი I]]–ს ([[1014]]-[[1027]]) აფხაზეთის არქონტს უწოდებს, ხოლო მის შვილს, [[ბაგრატ IV]]–ს ([[1027]]-[[1072]]) — იბერიის არქოონტსარქონტს<ref>გეორგიკა 5, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოსშესახებ, თბილისი, 1968, გვ. 46</ref>. [[XI საუკუნე|XI]]-[[XII საუკუნე]]ების [[ბერძნები|ბიზანტიელი]] ავტორი იოანე ზონარა იმავე [[ბაგრატ IV]]–ს აბასგიის არქონტად იხსენიებს. იმპერატორ ბასილი II-ის საქართველოში ლაშქრობის შესახებ მონათხრობში ნათქვამია, რომ ბასილიმ გაილაშქრა გიორგი აბაზგის წინააღმდეგ და იბერიისაკენ გამოემართა<ref>გეორგიკა 5, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოსშესახებ, თბილისი, 1968, გვ. 235</ref>.
 
ქართველსა და აფხაზს აიგივებენ ასევე აღმოსავლელი, [[არაბები|არაბი]] და [[სპარსელები|სპარსი]] ავტორებიც. [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] არაბი გეოგრაფი და ისტორიკოსი იაკუთი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ცხოვრობს ქრისტიანი ხალხი — ქურჯები ([[ქართველები]]). [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] სელჩუკი მწერალი იბნ ბიბი [[თამარ მეფე]]ს გურჯთა მეფეს უწოდებს, ხოლო მის სამეფოს — აფხაზთა სამეფოს, [[დედაქალაქი]]თ [[თბილისი|ტფილისში]]. აფახაზსააფხაზსა და ქართველს აიგივებს [[ნიზამი განჯელი]], ყახანი და სხვები<ref name="PDF2"/>. აღსანიშნავია, რომ [[შუა საუკუნეები]]ს [[რუსული ენა|რუსული]] წყაროებიც მიუთითებენ, რომ იბერია იგივე აბხაზიაა (ობეზი)<ref>{{ru}} Повесть времениых лет, II, М., 1950, с. 213</ref>.
 
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის [[საქართველო]]ში აფხაზისა და [[ქართველები|ქართველის]] ერთობა მხოლოდ ამ სიტყვების სინონიმური მნიშვნელობით არ შემოიფარგლებოდა. საკუთრივ აფხაზ ხალხს, [[საქართველო]]ს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში მცხოვრებთ, არაქართველებად არ თვლიდნენ. [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] ქართველი ისტორიკოსი [[ლეონტი მროველი]] [[კავკასია|კავკასიის]] ხალხთა წარმომავლობაზე საუბრისას დასავლეთ საქართველოს ეთნიკურად მთლიანად „ეგროსის“
წილ ქვეყნად განიხილავს<ref>ქართლის ცხოვრება, I, თბილისი, 1955, გვ. 5</ref>. [[ნიკოლოზ ბერძენიშვილი]] თვლის, რომ [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] თხზულებაში ეს კონცეფცია [[VII საუკუნე|VII]]-[[VIII საუკუნე]]ებიდან უნდა მომდინარეობდეს<ref>ნ. ბერძენიშვილი, მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო, საქართველოს ისტორიის საკითხები, III, გვ. 278</ref> და აღნიშნავს<ref>ნ. ბერძენიშვილი, მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო, საქართველოს ისტორიის საკითხები, III, გვ. 278-279</ref>:
{{ციტირება|ეს გადმოცემა ანგარიშგასაწევი მოწმობაა დასავლეთ საქართველოს ტომთა როგორც ეთნიკური მონათესაობისა, ისე მათი მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული თანამშრომლობისა (რაც აგრე ცხადად ჩანს ძველი ბერძნულ-ლათინური მწერლობისა და, განსაკუთრებით, არქეოლოგიურ მონაცემთა შუქზე).}}
მარიკა ლორთქიფანიძეც მიიჩნევს, რომ [[შუა საუკუნეები]]ს [[საქართველო]]ში აფხაზები არაქართველებად არ განიხილებოდნენ. ამის დასამოწმებლად მას ის არგუმენტიც მოჰყავს, რომ ეთნიკურად ქართველ [[ბაგრატიონები|ბაგრატიონ]] მეფეებს საკუთარ ტიტულში (მეფე აფხაზთა...) ცვლილება არასდროს შეუტანიათ<ref name="PDF2"/>.
 
6 771

რედაქტირება