ამენჰოტეპ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
{{ესკიზი-ისტორია}}
 
ამენხოტეპ IV-ის, ანუ ეხნატონის ბიოგრაფია და, საერთოდ, ძველი ეგვიპტის რეფორმების ავტორის ვინაობა ერთობ ბუნდოვანია. ამენხოტეპ IV-ის ზეობის ხანა სავარაუდოდ (თითქმის ყველა თარიღი მიახლოებითია) 1424-1402 წლებია (6 წელი მამასთან ერთად მართავდა ეგვიპტეს). ეჭვი, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო რეფორმათა თაოსანი, მეცნიერებს ორმა გარემოებამ გაუჩინა. პირველი: ფარაონობის პირველ 6 წელიწადს ამენხოტეპ IV განუხრელად იცავდა მამის ხაზს ეგვიპტის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მხოლოდ მე-7 წლიდან იწყება მოულოდნელი შემოტრიალება; მეორე: არქეოლოგ თეოდორ დევისს, რომელიც ამენხოტეპ IV-ის დედის თეიეს სარკოფაგად მიჩნეულ სამაროვანს თხრიდა, სამარხში მოხუცი დედა-დედოფლის მუმიის ნაცვლად 22-23 წლის მამაკაცის ჩონჩხი დახვდა.
გამოითქვა ეჭვი, რომ ჩონჩხი ამენხოტეპ IV-ისა უნდა ყოფილიყო. არსებობს ვერსია, რომ ახალგაზრდა ფარაონი ბაალცაფონთან მეწამულ ზღვაში დაიხრჩო ებრაელთა დევნისას. ეს სამარცხვინო სიკვდილი და, ამავე დროს, ეგვიპტის რელიგიური იდეოლოგიის კრახიც იყო, რადგან ერთგვარ ხაზს უსვამდა ესრაელთა ღმერთის უპირატესობას ეგვიპტელთა ღმერთების წინაშე. ამენხოტეპ IV-ის ამგვარ სიკვდილს სამედიცინო დასკვნაც უმაგრებდა საფუძველს - წყალში დამხრჩვალის სხეული ბალზამს არ იღებს. ამიტომ დახვდა დევისს ჩონჩხი და არა მუმია.
ჩონჩხის სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ კაიროს მუზეუმის მედიცინის პროფესორი ელიოტ სმიტი სენსაციურ დასკვნებს აკეთებს: ამენხოტეპ IV ისტერიიანი და ეპილეფსიით დაავადებული იყოო; რაც შეეხება ეგვიპტის ისტორიის ისეთ ფენომენალურ მოვლენას, როგორიც რეფორმებია, მას უდიდესი, რაღაც ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდებოდა, რასაც ავადმყოფი ფარაონი ვერ შეძლებდაო. ჩონჩხმა და ამ დასკვნებმა დააეჭვა არა მხოლოდ ეგვიპტოლოგები, ისტორიის ბევრი სხვა მკვლვარიც. განმტკიცდა აზრი, რომ ეხნატონი სულაც არ არსებობდა ან ცრუ ეხნატონის უკან ამენხოტეპ IV კი არა, სულ სხვა პიროვნება იდგა. თუ ეს უკანასკნელი მოსაზრება მისღაებია, მაშინ ისმის კითხვა: რატომ დაირქვა იდუმალმა ფარაონმა სახელად ეხნატონი და არა ამენხოტეპ V? რეფორმებით ერთიან და ერთადერთ უმაღლეს ღმერთად გამოცხადებული ატონი რატომ არ იხსენებს თვით ამენხოტეპ IV-ს, არა მხოლოდ XVIII დინასტიის, არამედ ძველი ეგვიპტის მთელი ისტორიის ამ ყველაზე თავისებურ და ნათელ ფარაონს?! ეს ფაქტიც იმის მიმანიშნებელია, რომ ფარაონი მართლაც წყალში დაიხრჩო და მისი ასეთი აღსასრული სამარცხვინოდ მიიჩნიეს.
{{ძველი ეგვიპტელები}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამენჰოტეპ_IV“-დან