ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ოკრიბა'''. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთი]]ს ნაწილი ([[ტყიბულის რაიონი]]). სახელწოდება „ოკრიბა“ პირველად მოხსენიებულია [[XI საუკუნე]]ში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია მისი მეგრული სიტყვა „ოკრიბიდან“ (რაც ნიშნავს „საბატკნე–საკრავე“) წარმოშობა. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. [[რიონი]], ჩრდილოეთით, [[რაჭა|რაჭიდან]] – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ-დასავლეთით, [[ლეჩხუმი]]დან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. [[ლეხიდარი]]ს მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით [[არგვეთი]]ს მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი [[ქვის ხანა|ქვის ხანიდანაა]] დამოწმებული. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო, რომელთა უმეტესობა სამეფო და სასულიერო [[აზნაური|აზნაურებს]] ეკუთვნოდა. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის]] [[ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]], [[მოწამეთა]] და სხვ.
გამოდის გაზეთი „ოკრიბა“, შექმნილია საზოგადოება „ოკრიბა“, ტყიბულში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდება „ოკრიბის ქუჩა“, მუშაობს ადგილობრივი ტელეარხი „ოკრიბა“, თბილისში არსებობს ავტოსადგური „ოკრიბა“ და სხვ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკრიბა“-დან