იოანე მესვეტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
+ლიტერატურა
ხაზი 1:
{{მმ*|იოანე}}
'''იოანე მესვეტე''', XI საუკუნის [[ქართველები|ქართველი]] კალიგრაფი. მოღვაწეობდა [[ჭყონდიდი|ჭყონდიდში]] ([[მარტვილი]]). [[1031]] გადაწერა [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული]] კრებული. [[1050]] მონაწილეობდა მარტვილის ოთხთავის გადაწერაში. ჰაგიოგრაფიული კრებული (17,3x12,2 სმ, 117 ფურცელი) ნაწერია ყავისფერი მელნით, ერთ სვეტად, კუთხოვანი [[ნუსხური|ნუსხურით]]. ასოები ნუსხურისათვის ძალიან მსხვილია. სათაურები დაწერილია სინგურით, [[მთავრული]] ასოებით. წიგნი მარტივად და უპრეტენზიოდ არის გაფორმებული. იოანე მესვეტეს ეკუთვნის მარტვილის ოთხთავის (29x19 სმ, ეტრატი) მეორე ნაწილი (133 ფურცელი). ნაწერია ნუსხურით, ორ სვეტად, სეპიისფერი მელნით. გადაწერაში მონაწილეობა მიუღია ვინმე არსენსაც. შესაძლოა მოჩუქურთმებული საზედაო ასოები მისი შესრულებული იყოს.
==ლიტერატურა==
* ''ბერიძე ვ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 190, თბ., 1980
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_მესვეტე“-დან