აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის
→ისტორია
მე-20 ს. 90-იან წლების დასაწყისში აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს საქმე მიჰყავდა [[საქართველო]]ს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ. ამიტომ აფხაზეთის საზოგადოებრიობამ გამოსავალის ძებნა დაიწყო.
1992 წლის 9 მაისს სოხუმში, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, გაიმართა ქართველი საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა ყრილობა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების, ინტელიგენციის, პოლიტიკური პარტიებისა (მათ შორის [[ცხუმ-აფხაზეთის ეროვნული კომიტეტი]]) და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საწარმო-დაწესებულებების წარმომადგენლები. ყრილობამ გააანალიზა აფხაზეთში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია. მიიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის თანახმად, შეიქმნა [[აფხაზეთი]]ს ეროვნული ერთიანობის საბჭო, რომელშიც გაერთიანდა [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|'''აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში''']] არსებული ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი, პროფესიული და შემოქმედებითი ორგანიზაცია, გარდა „[[მრგვალი მაგიდა|მრგვალი მაგიდისა]]“. საბჭოში შევიდნენ პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ცნობილი საზოგადო მოღვაწენი, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელები – სულ 38 კაცი. (გია გვაზავა, დავით ლაცუზბაია, მალხაზ პატარაია, დუდუ გულორდავა, [http://en.wikipedia.org/wiki/Tamaz_Nadareishvili თამაზ ნადარეიშვილი], ჯონი ლატარია, ალექსანდრე ლომინაშვილი, ჯანრი ეზუგბაია,
'''ეროვნული ერთიანობის საბჭომ''' აირჩია აღმასრულებელი კომიტეტი (თამაზ ნადარეიშვილი, მალხაზ პატარაია, ბორის კაკუბავა), რომელიც წარმართავდა მიმდინარე საქმიანობას. საბჭოს სხდომებზე იხილებოდა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის საკითხები. ამ ორგანომ, ფაქტიურად, აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. მან დაიწყო პოლიტიკური და სამეურნეო მმართველობის პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბებისათვის მზადება.
|