ოკეანოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
== შესწავლის ისტორია ==
[[ოკეანე]]ზე ზოგადი წარმოდგენა ყალიბდება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში ჩატარებული მოგზაურობების შედეგად.
 
მისი მოხაზულობა მხოლოდ XVII ს-ში იქნა დადგენილი და რუკაზე გამოსახა ჰოლანდიელმა გეოგრაფმა ბერნჰარდ ვარენიუსმა ([[1650]]). ამავე საუკუნეში გერმანელმა ანათასიუს კირხერმა შეადგინა ზღვის დინებების პირველი რუკა ([[1664]]). [[XVIII საუკუნე]]ში ოკეანის პრობლემებზე მუშაობდა
მრავალი მკვლევარი, მ. შ. [[ისააკ ნიუტონი]], (შეისწავლა მოქცევები), ლაპლასი (ტალღების თეორია) და სხვ. [[XIX საუკუნე]]ში რუს მეცნიერთა როლი ოკეანის შესწავლის საქმეში მეტად გაიზარდა.
 
ახალი მნიშვნელოვანი მასალები იქნა მიღებული ი. ლისიანსკისა და ი. კრუზენშტერნის ([[1803]]-[[1806]] წწ.), აგრეთვე რუსი მეცნიერის ე. ლენცის ([[1823]]-[[1826]] წწ.) დედამიწის ირგვლივ ზღვით მოგზაურობების შედეგად. ამ დროს გამოიგონეს სიღრმის საზომი ლოტი, ბათომეტრი (სიღრმიდან წყლის სინჯის ამოსაღებად) და სხვა ოკეანოგრაფიული ხელსაწყოები. გარდა ამისა აგროვებდნენ მასალებს ოკეანის დინებების,
ფსკერის რელიეფის, სხვადასვა სიღმეზე წყლის შემადგენლობის, ზღვის ტალღების, ფსკერული ნალექების შესახებ. კვლევის შედეგების განზოგადება ჯერ კიდევ არ წარმოებდა.
 
პირველი მონოგრაფია ოკეანეზე დაწერა ამერიკელმა კაპიტანმა მ. ფ. მორიმ (ძირითადად ჩრდილოეთ ატლანტიკაზე). [[1914]] წელს [[იული შოკალსკი]]მ გამოაქვეყნა მონოგრაფია ”ოკეანოგრაფია”, რომელიც ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. ფართო განზოგადებებიდან აღსანიშნავია 14-ტომიანი მონოგრაფია ”წყნარი ოკეანე”. სხვადასხვა დროს ოკეანოგრაფიაში მოღვაწეობდნენ : ვ. ვიზე, [[ლევ ზენკევიჩი|ლ. ზენკევიჩი]], ა. დობროვოლსკი, ვ. შულეიკინი, [[ვსევოლოდ ზენკოვიჩი|ვ. ზენკოვიჩი]], [[პეტრე შირშოვი|პ. შირშოვი]] და სხვ.
 
== ოკეანოლოგიის საგანი ==
ოკეანოლოგიის უმთავრესი პრაქტიკული ამოცანებია : ზღვაოსნობის უსაფრთხოება და ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდა, ოკეანისპირა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და [[ოკეანე|ოკეანისა]] და [[ზღვა|ზღვის]] ბიოლოგიური, მინერალოგიური და ენერგეტიკული რესურსების გამოყენება. ოკენოლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემები, რომლებსაც იღებენ ოკეანის სივრცეზე განლაგებულ სადგურებიდან, საშუალებას
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკეანოლოგია“-დან