ხმელეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ხმელეთი''' - დედამიწის ზედაპირის მონაკვეთი, რომელი...
(განსხვავება არ არის)

16:16, 10 თებერვალი 2011-ის ვერსია

ხმელეთი - დედამიწის ზედაპირის მონაკვეთი, რომელიც არ არის დაფარული მსოფლიო ოკეანისა და წყლის სხვა მეგა ობიექტებით. ნებისმიერი კუნძულისა თუ კონტინენტის ხმელეთის მონაკვეთს, რომელიც წარმოდგენილია მსხვილი წყლის ობიექტებით (მაგალითად : მდინარეებით, ტბებით და სხვ.) მაინც ხმელეთი ეწოდება.

დედამიწის საერთო ფართობის 149 მლნ. კვ .კმ ხმელეთზე მოდის, რაც პროცენტული მაჩვენებლით შეადგენს დედამიწის ზედაპირის 29, 2%-ს. დანარჩენი უდიდესი ნაწილი წყალს უკავია.

ხმელეთის ვრცელი უბნებია კონტინენტები, რომელთა რიცხვი შედგენს შვიდს (ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია); თუ მას განვიხილავთ ქვეყნის ნაწილებად ექვსს : ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიკა, ავსტრალია ოკეანიით. ხმელეთის საშუალო სიმაღეა 875 მ, ხოლო უმაღლესი წერტილი ჯომოლუნგმა (8848 მ).