პრჟემისლ II (პოლონეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 59:
==პრჟემისლ II-ის დაქორწინება ლუდგარდაზე==
 
მიღწეული შეთანხმებების განსამტკიცებლად ბოლესლავ ღვთისმოსავმა გადაწყვიტა პრჟემისლის დაქორწინება დასავლეთპომორიის მთავრის შვილიშვილზე და მის აღზრდილზე ლუდგარდაზე<ref>ეს არის თანამედროვე ვერსია სახელისა რომელიც წყაროში წერილია შემდეგ ფორმებში ლუკარდის, ლუკართა, ლუკარია (Lucardis, Lucartha, Lukeria). იხ. ბ. ნოვაკი, პრჟემისლ II, დიდი პოლონეთის მთავარი, პოლონეთის მეფე 1257-1295, პოზნანი 1995, ფ. 54</ref> (ის იყო მაკლენბურგის (meklemburg) მთავრის [[ჰაინრიხ I]]-ის (ჰენრიხ I) და ანასტასია პომორიელის ქალიშვილი). რისთვისაც პრჟემისლი წავიდა პომორიეში საცოლის დასანიშნავად. ქორწილის შემდეგ ცოლ-ქმარი ცოტა ხნიდ დაცილდნენ. პრჟემისლი დაბრუნდა პოზნანში რათა ბიძასთან ერთად მოემზადებინათ მეუღლის საზეიმო შემოსვლა პოზნანში. იმავე წელს ახალგაზრდა ქმარი პრჟემისლი მისი ბიძა მეუღლითურთ, პოზნანის ეპისკოპოსი კლაუსი და სხვა წარჩინებულები შეეგებნენ დედოფალს დიდი პოლონეთის საზღვართან ქალაქ დრეზდენკაში და იქიდან გამოუძღვნენ პოზნანისაკენ. მთავრის მიერ კავშირის დამყარება დასავლეთ პომერანიასთან მიმართული იყო ბრანდებურგის წინააღმდეგ, რის საპასუხოდ 1274 წელს მარკგრაფმა გაილაშქრა დიდ პოლონეთში, მათ გასაკვირად ველიკოპოლიანებს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, და მიაღწიეს პოზნანს, აიღეს და გადაწვეს<ref>Wspominki poznańskie, [w:] MPH SN, t. VI, Warszawa 1962, s. 125. Por. A. Swieżawski, Przemysł. Król Polski, Warszawa 2006, s. 95.</ref>. მხოლოდ მაშინ საჩქაროდ შეკრებილი ჯარებით გააძევეს ბრანდებურგის მებრძოლი რაინდები.
 
 
==პრჟემისლ II, პოზნანის დამოუკიდებელი მთავარი (1273–1279)==
===პრჟემისლ II-ის ბუნტი ბიძის წინააღმდეგ ===
პრჟემისლ II პოზნანის დამოუკიდებელი მთავარი გახდა [[1273]] წელს. ახალგაზრდა მთავარზე მემკვიდრეობის გადაცემის ნიუანსები მთლად ნათელი არ არის. წყაროებზე დაყრდბობით ცნობილია ის რომ დამოუკიდებელად გამოცემული პირველი დოკუმენტი დატირებულია 1273 წლის 1 ოქტომბრით, ველოკოპოლსკის „dux Poloniae” (książę (wielko)polski) მთავრის სტილში.
გაცილებით დიდ ინფორმაციას გადმოცემს დოკუმენტი რომელიც გამოშვებულია 1289 წლის 25 აგვისტოს, [[გნეზნო]]ს ვოიტოვის პეტრო ვინიარჩჟიკოვს მიერ სადაც: პრჟემისლი მადლიერებას გამოხატავს ორი სოფლის მცხოვრებლების მიმართ გნეზნოს ციხიდან თავის დაღწევაში დახმარებისათვის {არსად არაა მითითებული თუ როდის მოხდა ეს ინციდენტი)<ref>KDW, t. II, nr 639.</ref> ამ დოკუმენტის წინა გამოშვება სპეციალისტების აზრით შემდეგნაირად გამოიყურებოდა: პრჟემისლ II ბიძამისის დიდი ხნის მეურვეობით უკმაყოფილომ, ზოგიერთი დიდი პოლონეთის ძლიერი წარჩინებულის დახმარებით, გადაწყვიტა თავისი მემკვიდროების უფლებების დაცვა. ამ ეტაპზე არაა ცნობილი იყო თუ არა რაიმე შეიარაღებული ინციდენტი მათ შორის, და ყოველ შემთხვევაში პრჟემისლის მეტად დაჟინებული მოთხოვნებმა გამოიწვია მისი გნეზნოს ციხე-სიმაგრეში ჩამწყვდევა.