დიმიტრი უზნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
[[1941]] წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც [[1943]] წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე. დღეს ეს ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელს მსოფლიოში, მის სახელს ატარებს. [[1933]]-[[1942]] წლებში უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად [[ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.
 
უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი "[[განწყობის თეორია]]", რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია" (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966). ამ მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა [[1923]] წელს, როდესაც თსუ-ის პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში "ჩვენი მეცნიერება" (N 1) გამოქვეყნდა დ. უზნაძის სტატია. ჯერ კიდევ [[1939]] წელს [[სკანდინავია|სკანდინავიაში]] გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში "Acta Psychologica" გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში. ამდენად, დღეს დიმიტრი უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა, უზნაძე ითვლება ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ [[1912]] წელს მან გამოსცა "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი", რითაც სათავე დაუდო ჩვენში ამ მიმართულებას.
 
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა [[1910]]-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო ''საქართველოს სოციალ-ფერედალისტთა პარტიის'' თვალსაჩინო მოღვაწე, [[1917]]-[[1919]] წლებში კი [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]] წევრი. [[1918]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]], ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, მან ხელი მოაწერა ''"საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს"''.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_უზნაძე“-დან