ოდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
[r2.5.2] ბოტის დამატება: ckb:ئۆدن
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Odini2.jpg|thumb|right|200px|ოდინი მის ერთგულ არსებებთან ერთად.]]
'''ოდინი''' ვოდანი (სკანდ. Odhinn, Odinn, გერმ. Wodan, Woutan) - ძველ [[გერმანია|გერამენლთა]] მითიური სისტემის უზენაესი [[ღმერთი]], ქვეყნიერების მომწესრიგებელი, აზების ოქროსბეჭდიანი მბრძანებელი, ღმერთების [[სკანდინავია|სკანდინავიური]] პანთეონის მამამთავარი, „ვალფარეტად“ წოდებული ([[ვალჰალა|ვალჰალის]] მამა), არსთა მპყრობელი, იგივე ვოდანაზი (ვოდან-აზი). თავდაპირველად ქართა და ქარიშხალთა მბრძანებელი იყო, შემდეგ ომის [[ღმერთი]]., ვაჭართა მფარველი და [[ღმერთი|ღმერთების]] მეორე თაობის მამამთავარი, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ჩრდილოეთის მითოლოგიის ცენტრალურ ღვთაებად იქცევა. მის გარშემო თავს იყრის ღმერთების ტელი თაობა - ძმების, შვილების, ასულების სახით. მათი ორეულებია ვანები (ნიორდი, ფერია). საგებში აღწერილია მათი ომი და შერიგება. ოდინი უპირატესად გერმანელთა ღმერთია, ფრიგის ქმარი, კანონმდებელი, ომისა და მშვიდობის განმგებელი, „ჩრდილოეთის ზევსი“, აზთა შორის ყველაზე ბრძენი, რადგან ბუმბერაზ მიმირის სიბრძნის წყარო შესვა. მისი ცალი თვალი - მზეა, მეორე კი - მთვარე. მზე მიმირს დაუთმო ამ წყაროს სამაგიეროდ. აზების (ასბის) მამა და უბრძნესი მათგანი, ოდინი სიჭაბუკეში მივიდა ბუმბერაზ მიმირთან და სთხოვა, შენი სიბრძნის წყალი მასვიო. „მუქთად არაფერი არ არის, - მიუდომიმირმა, - რას მომცემ სამაგიეროსდ?“ „რასაც მომთხოვ“. „მაშ მომეცი შენი მარჯვენა თვალი“ (ეს იყო მზე!). „კარგი, მიმირ, სირძნის ფასი არაფერია. ბრძენი ცალი თვალით უკეთ ხედავს, ვიდრე ბრიყვი ორივე თვალით“. ამის შემდეგ ოდინი ცალთვალაა.
'''ოდინი''' (Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) - უზენაესი ღვთაება [[სკანდინავიური მითოლოგია|სკანდინავიურ მითოლოგიაში]]; [[ვალჰალი|ვალჰალის]] მბრძანებელი, ბრძენი, ომისა და შუღლის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, [[სლეიპნირი|სლეიპნირზე]], არის ამხედრებული. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, [[ჰუგინი]] (აზროვნება) და [[მუნინი]] (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : [[გერი]] (ნაყროვანება) და [[ფრეკი]] (განადგურება).
მანვე შექმნა რუნები, დამწერლობა, მეცნიერება, წინასწარმეტყველება, კანონები. ყოველ დილით მისი მხრებიდან ორი ყორანი აფრინდება, საღამომდე ქვეყნიერებას შემოიქროლებენ და აუწყებენ ყველაფერს, რაც ნახეს, რაც მოისმინეს. ყორანთა სახელებია ჰუგინი („აზრი“) და მუნინი („მეხსიერება“). ფეხრთით ორი მგელი უწევს. ერთი მეომარი, მეორე მონადირე. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : [[გერი]] (ნაყროვანება) და [[ფრეკი]] (განადგურება). ეს მგლები ნთქავენ ოდინის კერძებს (უფრო ტახს), მხოლოდ ღვინოს უტოვებენ. პოეტური შთაგონების წყაროა, რადგან პოეტრუი შარბათი მოიტაცა იოტურნების (ბუმბერაზთა) ქვეყნიდან.
ომში მიმავალს რჩეული გმირები ახლავს, არწივის ფრთებით შემკული ოქროს მუზარადი ადგას, ოქროს ბრწყინვალე აბჯარი მოსავს, მარად გამარჯვების ხმალი ჰკიდია გვერდზე, ხელში უჭირავს ოქროს მშვილდი, რაც მიზანს არ ასცდებს და ისარი უკანვე უბრუნდება. რვაფეხა რაში სლაიპნირი დააქროლებს უსასრულო სივრცეში, აბჯრის ზრიალით ებრძვის მტრებს - ბუმბერაზებს, მგლებს, გველეშაპებს, ან კიდევ ბერიკაცის სახელს იღებს. სახეშეცვლილი, უჩინარის სამოსითა და რუხხალებიანი მოსასხამით მოსილი, ცალთვალიანობის დასაფარავად სახეზე ქუდჩამოფხუტული, წვერულვაშიანი ჭაღარა ბერიკაცის სახით დაიარება და ქვეყნად მტერ-მოყვარეს სწავლობს, მტერს სპობს, სიბრძნეს დაეძებს ნიადაგ, ფარულ ზრახვებს ავლენს, წელში მოკეცილი ესტუმრება გლეხკაცებს, ტავს აბრალებს და ცდის (შეადარეთ - ზევსი), მეორე დრეს კი მისი რაშის ჩლიქების დაკვრისაგან მიწა იძვრის, ფაფარს ცეცხლი ედება. მისი სახელობისაა ორშაბათი (გერმანულად ვოდანს-ტაგ). შექმნაში ეხმარებოდნენ ვილი და ვე.
 
როგორც ბრძლის ველის მბრძანებელს, ოდინ - ვოდანს ეძახიან აგრეთვე ჰეერფატერს (ჯარის მამას), ზიიგფატერს (გამარჯვების მამს), ვალფატერს (დაცემულთა, ვალჰალელ გმირთა მამას) და სხვა ზედწოდებებს, რომელთა რიცხვი ჩრდილოეთში ორასამდეა. ყველაზე ბრძენია, რადგან ყოველივე მიმირის სიბრძნის წყაროს წყალს სვამს, და იკვებება მხოლოდ ღვინით, სხვა ღმერთები კი ყველაფერს მიირთმევენ, ესაუბრება საგას, პოეტთა ქალღმერთს, და „პოეზიის მამაა“, სვამს „სკალდების შარბათს“, ცოდნის წყაროა, მეცნიერების მამა, რუნების გამომგონებელი (რაშს აწერია კბილებზე ასოები - რუნები). თავი ჩამოიხრჩო რუნთა სიბრძნისთვის.
წყვდიად ღამეებში, ჩვეულებრივ შობისდან სამი აღმოსავლელი მოგვის სახელობის დღეებამდე, ჩრდილოეთის ხალხებს ელანდებოდათ შმაგი ხმაური, ბუკთა ხმა, მარეკთა ყიჟინი, ცხენთა ფლოქვების თქარუნიმ ძაღლების ყეფა, კატების ჩხავილი, და მთელს ამ ბუმბერაზულ ხმაურში შმაგი მხედრობა დაფეთებულ ნადირს მისდევდა ტყე - ღრეში, ჭალებში და ხევ - ხუვში (მოსავლიანი წლის ნიშანი), ან ღრუბელთა შორის (ომის მოლოდინი). ეს იყო ოდინის „გიჟური“ ნადირობა, რაც ანადგურებდა სოფლებს, ტყის ნადირს, ზღვაზე - ხომალდებს. შმაგი მხედრობა არავის ინდობდა.. წინ თეთრ ცხენძე ამხედრებული ოდინი მიუძღოდათ. მართალია რარიბებს ნანადირევს უზიარებდნენ, ხოლო თუ შორეულ ლაშქრობში მყოფი ქმრის ამაო ლოდინში ქალს განზრახული ჰქონდა მეორედ გათხოვება, მოულოდნელად ქმარი ესტუმრებოდა იმ ქარიშხლიან ღამეს, მაგრამ ოდინის ნადირობა ხალხს მაინც აძრწუნებდა.
ხანდახან ოდინი მეფეს ეწვევა, მეომრებს აღაფრთოვანებს, ომში მოუწოდებს, გამარჯვებას მოუტანს და რჩეულთ ხოცავს, რომ საიქიოს მათ სულებს მიესალმოს. მისი სასახლე ციურ სივრცეშია. სასახლის სახელია ვალჰალი. ზღუდის ალაყაფის კარებს იცავენ მრისხანე მგელი და ძლიერი არწივი. დიდებული სასახლის შუა დარბაზის ბოლოს დგას მარალი ტახტი. დარბაზშია 12 სკამი, ზედ ამდენივე ციური მსაჯული ზის და ქვეყნის ბედს განაგებს. აქედან გასცქერის სამყაროს ოდინი, ღმერთების მეფე, მონადირე და მეომარი, ვოლსუგთა წინაპარი, სიდგრანი („გრძელწვერა“). ფართოდ აისახა „უფროს ედაში“ და სხვა.
 
ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:
Line 12 ⟶ 17:
*თჰიდი (მესამე)
*ვეგტამ (ბილიკების მცოდნე)
 
 
== მსოფლიო ომი - რაგნაროკი ==
როცა ბოროტმა ძალებმა ღმერთების დაღუპვა განიზრახეს, ოდინმა ბრძენ მიმირს მიაშურა და გაიგო, რომ იწყება მსოფლიო ხანძარი, რაგნაროკი. ამხედრებული დაეშვა ციდან, ჰაიმდალი საყვირის ხმამ შეძრა, ახებმა და ვანებმა თავი მოიყარეს ვიდრიდის ფართო ველზე (შეადარეთ - ფლეგრეის ველი ბერძნულ მითოლოგიაში, სადაც მოხდა ოლიმპიელთა და გიგანტების ომი). აქ მოხდა ოდინის თაობის ღმერთთა ომი ლოკის, ფენრის - ვოლფის, მიდგარდ - შლანგეს და ჩრდილოეთიდან გემებით მოსული სხვა ბოროტი ძალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ფენრისმა შთანთქა ოდინი. მაშინვე ოდინის ძემ ვიდარმა მგლის ქვედა ყბას ფეხი დაადგა, ზედა ასწია, გახლიჩა და შური იძია მამის მოკვლისათვის. დაიღუპა ოდინის მოდგმა, დაიწყო მსოფლიო ხანძარი. გავიდა ხანი და ფერფლიდან აღდგა ორი ადამიანი, ტალღებიდან აღიმართნენ მთები, გაცოცხლდნენ მარადიული არსებები - აზები და ვანები, განახლდა მშვიდობიანი ცხოვრება და ყოველივე ამას მაღლით დასცქერის „ძლიერი, რომლის სახელიც არ ითქმის“ (შეადარეთ - ბიბლიური ღმერთი იაჰვე). ეს „ძლიერი, მაღლით მოვლენილი“ („დერ შტარკე ფონ ობენ“) უნდა იყოს იგივე ოდინი, უზენაესი პრინციპი, კიდევ უფრო ამაღლებული და საყოველთაო ბუნების განსახიერება, ღმერთთა მამამთავარი (ასე ეწოდა თავიდანვე), მამათა მამა („ალფატერ“), ეს იყო „პირველი ზედწოდება ოდინისა. მამათავარი ცოცხლობს გერმანელთა წარმოდგენაში ყველა დროში და განაგებს ყველაფერს. მან შექმნა ცა და მიწა, არსი ყოველი“ (კარლ კრუგერი, გერმანელთა ღმერთები, 149). ამრიგად ოდინი ბედითაც ამართლებს „ჩრიდილოეთის ზევსის“ საპატიო წოდებას. მ. ზიმროკი, მით. 206... „ოდინის შევარდენი“ - ყორანია.
 
 
 
Line 19 ⟶ 29:
ოდინმა [[ნაინი|ნაინებს]] პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ [[ფენრი|ფენრის]], [[ლოკე|ლოკეს]] შვილის მიერ, [[რაგნაროკი|რაგნაროკის]] (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.
 
== საინტერესო ფაქტები ==
 
ოდინის ჟამისა - უძველესი, - შეადარეთ - ქართულად ოდინდელი, ოდითგან. ოდინის შუბი - უბედურების სიმბოლო (ოქროზე შეშლლილ ადამიანებს ოდინმა შუბი სტყორცნა - დაიწყო ომები.)
 
{{Link FA|pt}}
Line 91 ⟶ 104:
[[vls:Odin]]
[[zh:奥丁]]
[[zh-min-nan:Odin]][[ფაილი:მაგალითი.jpg]]
[[zh-yue:奧丁]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოდინი“-დან