ხარიტონ ლაპტევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
ხაზი 9:
[[1718]] წელს საზღვაო ფლოტში მსახური დაიწყო როგორც გარდემარინმა (Gardemarin), რის შემდეგაც, [[1726]] წელს [[მიჩნამი]]ს წოდება მიიღო. [[1734]] წელს მონაწილეობდა ომში, რომელიც [[სტანისლავ ლეშინსკი]]ს მომხრეების წინააღმდეგ იყო მიმართული. [[ფრეგატი|ფრეგატს]], სადაც ხარიტონ ლაპტევი იმყოფებოდა, [[პეტრე დეფრემერი]] ხელმძღვანელობდა. შემდეგ ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს, მათ შორის ხარიტონ ლაპტევიც. ტყვეობიდან დაბრუნებულ ხ. ლაპტევსა და მის ოფიცრებს სიკვდილი მიუსაჯეს [[გემი]]ს ბრძოლის გარეშე დათმობისათვის. თუმცა შემდგომ ეკიპაჟი გაამართლეს და ხარიტონ ლაპტევი ფლოტში დაბრუნდა.
 
[[1736]] წელს დაბანაკდა მდინარე [[დონი (მდინარე)|დონი]]ს ნაპირებთან, რათა აეშენებინა გემი. [[1737]] წელს მეთაურობდა სამეფო კარის იახტას, სადაც მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.
 
[[1737]] წლის დეკემბერში დაინიშნა მეორე კამჩატკის ექსპედიციის მეთაურად და დაეკისრა [[არქტიკა|არქტიკის]] სანაპიროს გამოკვლევა და აღწერა [[მდინარე]]ებს, ლენასა და ენისეის შორის. ამ დროისათვის იაკუტსკში იმყოფებოდა კამჩატკის მეორე ექსპედიიციის მონაწილე [[დიმიტრი ლაპტევი]], ხარიტონ ლაპტევის ბიძაშვილი. [[1738]] წლის მარტში ბიძაშვილები იაკუტსკში ერთად იმყოფებოდნენ.