გიორგობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გილოცავთ გიორგობას
 
+iw, image.
ხაზი 1:
[[სურათი:St George, Georgia (15th c).jpg|thumb|200px|წმ. გიორგის ხატი, XV ს.]]
'''გიორგობა''', ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა [[23 აპრილი|23 აპრილს]] და [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა. [[ქართლი|ქართლში]] - გერისთობა, უსანეთობა, [[ატოცობა]]. [[კახეთი|კახეთში]] - [[ალავერდობა]], თეთრი გიორგობა. [[სამეგრელო|სამეგრელოში]] - [[ილორობა]] და სხვა.
 
[[საქართველო|საქართველოში]] არსებობდა [[წმ. გიორგისგიორგი]]ს სახელობის 363 [[ტაძარი]] და სამლოცველო ([[ლეგენდა|ლეგენდის]] მიხედვით, წმ. გიორგის [[სიკვდილი|სიკვდილის]] შემდეგ [[ღმერთი|ღმერთმა]] მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა). გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო [[იკონოგრაფია|იკონოგრაფიულად]] ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.
 
ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ [[ღვთაება|ღვთაებებს]], რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.
Line 8 ⟶ 9:
 
სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, [[23 აპრილი|23 აპრილის]] ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის "ნებას" აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.
 
 
 
 
[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]
 
[[bg:Гергьовден]]
[[ca:Diada de Sant Jordi]]
[[de:Georgstag]]
[[es:Día de San Jorge]]
[[zh:圣乔治日]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგობა“-დან