შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 142:
 
::შემირცხვენია თქვენი და თქვენისთანების "წესები"! თქვენ რა იცით, რა არის "ვანდალიზმი"?! პირველ რიგში რაც მოგეთხოვებათ, თქვენთვის ის არის აბსოლუტურად უცხო! მართლა საცოდავები და სულით ბეჩავები ხართ, ჩემო ცანგალა და გიგა! უბედური საქართველო თქვენისთანების ხელში! სრულ მარაზმს დაამსგავსეთ ქართული ვიკიპედია. თქვენთან ურთიერთობა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის არის უაღრესად დამამცირებელი. თქვენი ვიკიპედია ცანგალას და გოგონას იქით ვერ წავიდა. ვიკიპედიაში თანამშრომლობა 2005 წელს დავიწყე იმ იმედით, რომ თქვენს მიზანს ქართული საქმის კეთება, საქართველოს ისტორიისა და ჩვენი ეროვნული კულტურის ობიექტურად და ღირსეულად წარმოჩენა შეადგენდა (რისგანაც ასე შორსაა ინგლისური ვიკიპედია). ამის იმედს იძლეოდა ქართული ვიკიპედიის ფუძემდებლის, აწ განსვენებულ ავთანდილ აბულაძის მოღვაწეობა. საუბედუროდ, ეს ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან და თქვენც თავდაყირა დააყენეთ ყველაფერი (ვგულისხმობ სტატიებს საქართველოს ისტორიაზე და ბიოგრაფიული ხასიათის სტატიებს). თან, როგორც ჩანს, ეს კეთდება სავსებით მიზანმიმართულად! ძალზე სამწუხაროა! ჩემო გიგა, დიახ, ე.წ. "საბჭოთა საქართველო", საუბედუროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია, - ავბედითი და ბნელით მოცული ნაწილი, რომელსაც თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამ ეპოქას, რომელმაც ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და საქართველოს დამოუკიდებლობა შეიწირა, ჭირდება ობიექტურად წარმოჩენა და არა ისე, როგორც არის ის წარმოდგენილი თქვენგან ქებული ქსე-ს ფურცლებზე. იქ ხომ საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია შერყვნილი და პატივაყრილია! თქვენ ბრძანებთ, რომ ყოფილი ნაცისტები არ მალავდნენ თავის ნაცისტობას. მტკნარი სიცრუეა და ობიექტური სინამდვილის შერყვნა: ისინი საგულდაგულოდ მალავდნენ ნაცისტურ წარსულს. როგორ ფიქრობთ, მათმა დიდმა ნაწილმა შეცვლილი სახელებით რისთვის შეაფარა თავი ლათინურ ამერიკას? ასეთივე დამნაშავე (თუ უფრო დამნაშავე არა) ორგანიზაცია გახლდათ ე.წ. "სკკპ"! ერთი სიტყვით, ქართული ვიკიპედია მიზანმიმართულად აივსო ნაგვით და მე ძალიან მებრალება ის ხალხი, ვინც სარგებლობს ვიკიპედიის ინფორმაციით. აღარავითარი სურვილი არ მაქვს ამ მარაზმში მონაწილეობისა. გთხოვთ, გააუქმოთ ჩემი რეკვიზიტები. კარგად ბრძანდებოდეთ! [[მომხმარებელი:ლევზურ|ლევზურ]] 01:20, 22 ოქტომბერი 2007
 
== ინფორმაციის წყარო სტატიაში „[[ნესტორ გაბილაია]]“ ==
[[სურათი:Text document with red question mark.svg|მარცხნივ|60 პქ|link=ვიკიპედია:გადამოწმებადობა]]
გამარჯობა, გმადლობთ სტატია [[ნესტორ გაბილაია]] დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ [{{fullurl:ნესტორ გაბილაია|action=edit}} იგი] შესაბამისი [[ვიკიპედია:სარწმუნო წყაროები|სანდო წყაროების]] მითითებით. მასალა [[ვიკიპედია:გადამოწმებადობა|გადამოწმებადი წყაროების გარეშე]] მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.--[[მომხმარებელი:Ouzo|Ouzo]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Ouzo|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Ouzo|წვლილი]]</sub> 17:35, 1 თებერვალი 2011 (UTC)