გიორგი ჩორჩანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ლიტერატურა
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''გიორგი ჩორჩანელი''', ადრინდელი ფეოდალური ხანის დიდი [[აზნაური]] სამხრეთ საქართველოში ([[სამცხე|სამცხეში]]).
 
[[ბასილი ზარზმელი]] მას დიდ მთავარს უწოდებს. გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო სამცხეში ყველაზე ვრცელი და ერმრავალი იყო. ჰქონდა ტაძრები და სასახლეები [[ზანავი|ზანავსა]] და [[ჩორჩანი|ჩორჩანში]] (ახლანდელი [[ადიგენის რაიონი]]), აქედან მოდის [[ჩორჩანელები|ჩორჩანელის]] გვარიც. მეზობელი ხევების მცირე თუ მსხვილი ფეოდალები გიორგი ჩორჩანელის ვასალები ("საკუთარნი", "წინაშემდგომელნი") იყვნენ. ქვრივმა და უშვილო გიორგი ჩორჩანელმა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა დას ლატავრას (სამცხის დიდი ფეოდალის მირიან ბაჰლაუნდის ქვრივს) და მის შვილებს სულას, ბეშქენსა და ლაკლაკს. ამგვარად გაერთიანდა სამცხის ამ ორი დიდი ფეოდალის სახლის სამფლობელოები. გიორგი ჩორჩანელმა დიდძალი სიმდიდრე დაუტოვა [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტერსაც]], რომელიც მისი ხელშეწყობით ააშენეს [[სერაპიონ ზარზმელი|სერაპიონ ზარზმელის]] მეთაურობით სამცხეში ჩასულმა ბერებმა.
==ლიტერატურა==
 
*''ბოგვერაძე ა.,'' ქსე, ტ. 3, გვ.165, თბ., 1978
[[კატეგორია:ქართველები]]