ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესია''' – კომპლექსი [[გორის მუნიციპა...
 
ხაზი 13:
 
[[ეპისკოპოსი]]ს სასახლე დგას გალავნის გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება [[IX საუკუნე|IX]]-[[X საუკუნე]]ებით. სასახლე გეგმით სწორკუთხაა (11,2 X 21 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით და აგურით. კონსტრუქციული ნაწილები აგურისაა. სასახლის შესასვლელები ჩრდილოეთით (მთავარი) და დასავლეთითაა. პირველი სართულის სამხრეთ კედელში მოზრდილი სარკმელი და დიდი ბუხარია. ბუხრის ცენტრში პატარა ნიშია, ხოლო სარკმლის გვერდით - ოთხკუთხა ნიში. ამ ნიშთან, კედელში დატანებულია დიდი ზომის კერამიკული მილები. დასავლეთ კედლის მარცხენა კუთხეში ტრაპეციული ღრმა ნიშია, რომელიც მეორე სართულზეც გრძელდებოდა. ნიშის სამხრეთით მცირე სარკმელია, ხოლო იქვე, ახლოს - ოთხკუთხა ნიში. დასავლეთის კარის მარჯვნივაც სარკმელია, ჩრდილოეთის კარის გვერდებზე - თითო ნიში. მეორე სართულზე, სამხრეთ კედელში, შემორჩენილია ბუხარი, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში კი თითო ნიშის თუ სარკმლის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კარის თაღოვანი ნაწილი ჩამოწეულია. გარეთა, გამოწეული ნაწილის გვერდებზე დაბალი კოლონებია გამოყვანილი. ზემოთ ხუთი მცირე კბილანა თაღია.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძრის წარწერები]]
 
==რესურსები ინტერნეტში==