კათოლიკოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''კათოლიკოსი''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ.]] katholikos „საყოველთაო, მსოფლიო“), ქრისტიანული ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაური უმაღლესი ტიტული [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] ფარგლებს გარეთ.

== საქართველოში ==
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კათოლიკოსად იწოდებოდა დაახლოებით [[466]]-[[474]]-იდან. XI საუკუნემდე ქართული ეკლესიის მეთაურს „ქართლის კათალიკოსს“ („მცხეთის კათოლიკოსი“) უწოდებდნენ, XI საუკუნიდან „ქართლის კათოლიკოსი“ იხმარება „საქართველოს პატრიარქის“ თანაბარი მნიშვნელობით, [[1010]] წლიდან იხმარება გაერთიანებული სახით — „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.
 
დასავლეთ საქართველოში ცალკე [[აფხაზეთის საკათალიკოსო|საკათალიკოსოს]] ჩამოყალიბების შემდეგ მისი მეთაური იწოდებოდა „აფხაზეთა კათოლიკოსად“, XV საუკუნიდან „აფხაზთა პატრიარქად“ (იგივე „კათოლიკოს-პატრიარქი“). ცვლილებები ქართული ეკლესიის მეთაურის ტიტულში ასახავდა ქართული ეკლესიის პოლიტიკურ და სტრუქტურული განვითარების ეტაპებს. კათოლიკოსის თანამდებობა გაუქმდა მას შემდეგ (აღმოსავლეთ საქართველოში [[1811]], დასავლეთ საქართველოში [[1814]]), რაც ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიას შეუერთდა საეგზარქოსოს სახით. კათოლიკოსის თანამდებობა აღდგენილ იქნა [[1917]] ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიკოსი“-დან